რომელი კერძი სჯობს მივირთვათ ალკოჰოლთან ერთად
ალკოჰოლის დალევისას, თავი უნდა შევიკავოთ გაზიანი სასმელისგან, რადგანაც ეს უკანასკნელი შეიცავს ნახშირორჟანგს, რომელიც აძლიერებს ალკოჰოლის შეწოვას.
ალკოჰოლური სასმელებზე ტკბილეულის დაყოლებაც არაა მიზანშეწონილი, რადგანაც შესაძლებელია გაძლიერდეს ინტოქსიკაცია და გამოიწვიოს უფრო მძიმე ნაბახუსევის სინდრომი.
სადღესასწაულო სუფრისთვის უმჯობესია ავირჩიოთ მსუბუქი სპირტიანი სასმელები ალკოჰოლის მცირე შემცველობით. კერძოდ, მშრალი თეთრი ღვინო ყველაზე ნაკლებ უარყოფით ეფექტებს იწვევს.
უმოძრაობა ასევე აძლიერებს და აჩქარებს თრობას. ამიტომ სუფრასთან უფრო აქტიურები უნდა ვიყოთ: ვიმღეროთ და ვიცეკვოთ.
დღესასწაულის შემდეგ კი პირველ რიგში კარგად უნდა გამოვიძინოთ.