5 საკვები პროდუქტი, რომელიც „ცუდი ქოლესტერინის“ დაუძინებელი მტერია
„ცუდი ქოლესტერინის“ დონის შესამცირებლად, მკურნალობის ერთ-ერთი პირველი ეტაპი სწორედ საკვებია, იგულისხმება კვების რაციონის ცვლილება.
სისხლში „ცუდი ქოლესტერინის“ მატება, დიდი რაოდენობით ნაჯერი და ტრანს ცხიმებით მდიდარი კვების შედეგია. ნაჯერი ცხიმები გვხვდება ისეთ საკვებში, როგორებიცაა: საქონლის ხორცი, კარაქი, თერმულად დამუშავებული პროდუქტები, ზოგიერთი რძის პროდუქტი და სხვ.
ქოლესტერინის დონის შემცირებაში დაგეხმარებათ გულისათვის სასარგებლო ცხიმები - ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავა. თევზეული, ასევე მცენარეული ცხიმი, რომელსაც თხილეული, თესლეული და მცენარეული ზეთი შეიცავს „ცუდი ქოლესტერინის“ მტერია. სასარგებლოა ბოსტნეული და პარკოსნებიც. ხსნადი ბოჭკო ნაღველზე ზემოქმედებით, ორგანიზმს „ცუდი ქოლესტერინის“ მოშორებაში ეხმარება.
დადასტურებულია, რომ ბოჭკოს მაღალი შემცველობის მქონე საკვები ეფექტურია და ქოლესტერინის დონეს ამცირებს. მცენარეულ პროდუქტებზე დაფუძვნებული დიეტა ქოლესტერინის გარდა, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროსაც სასარგებლოა.
რომელი პროდუქტები გვეხმარება „ცუდი ქოლესტერინის“ დონის შემცირებაში?
ლობიო

ლობიო ცილების წყაროა, ამიტომ ნაჯერი ცხიმების მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტების შესანიშნავი ალტერნატივაა. უხეშად რომ ვთქვათ, ლობიო ხორცის შესანიშნავი შემცვლელია. რაც მთავარია, ის ხსნადი ბოჭკოთი მდიდარია და „LDL ქოლესტერინის“ დონეს ამცირებს.
თხილეული

თხილეული ცილების, უჯერი ცხიმების და ხსნადი ბოჭკოს შესანიშნავი წყაროა. თხილი, ნუში, არაქისი და ნიგოზი ცხოვეულური პროდუქტების შემცვლელად შეგვიძლია მივირთვათ და უფრო მეტი სარგებელიც მივიღოთ. არსებობს მტკიცებულება რომ თხილეული გულის დაავადებების განვითარების რისკს ამცირებს. მათ მაღალი ენერგეტიკული ღირებულება აქვს, ამიტომ მცირე დოზით უნდა მივირთვათ, რეკომენდირებულია ერთი მუჭა.
ზეითუნის ზეთი

მცენარეული ზეთი გულისთვის სასარგებლოა, განსაკუთრებით ზეითუნის ზეთი. 2021 წელს ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის თანახმად, ისინი, ვინც ხმელთაშუაზღვის დიეტას იცავდნენ(ასეთი კვებისას სალათებსა და კერძებში ზეითუნის ზეთს აქტიურად იყენებენ) ნაკლებად აღენიშნებოდათ გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, ვიდრე მათ, ვინც უცხიმო დიეტას იცავდა.
ვაშლი

ვაშლი ხსნად ბოჭკოს შეცავს და გვიცავს „ცუდი ქოლესტერინისაგან“. ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებიც დღეში 550 გრამ ვაშლს მიირთმევდნენ, ქოლესტერინის დონე უფრო დაბალი ჰქონდათ, ვიდრე მათ, ვინც ხილს არ შეექცეოდა. იგივე შედეგი არ აღენიშნებოდათ მონაწილეებს, რომლებიც ვაშლის წვენს მიირთმევნენ, ვინდაიდან ის ბოჭკოს ნაკლებად შეიცავდა. უჯრედისი ვაშლის კანში უფრო მეტია, ვიდრე შიგთავსში.
ყავა

თუ თქვენ ყავის მოყვარული ბრძანდებით, ერთი რამ არ უნდა დაგავიწყდეთ! გაუფილტრავი ყავა, მაგალითად, ესპრესო ცხიმოვან ნაერთს ე.წ ტერპენებს შეიცავს, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამაღლებს, ამიტომ უმჯობესია მიირთვათ გაფილტრული ყავა.