ლაიმის წვენი მაგნიუმის, კალიუმის და C ვიტამინის წყაროა - ყველა იმ საკვები ნივთიერების, რომლებიც გულის ჯანმრთელობას უწყობს ხელს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ლაიმის წვენი მაგნიუმის, კალიუმის და C ვიტამინის წყაროა - ყველა იმ საკვები ნივთიერების, რომლებიც გულის ჯანმრთელობას უწყობს ხელს

მის შემადგენლობაში შედის კალციუმი, კალიუმი, რკინა და ბოჭკო.

ლაიმიანი წყალი საუკეთესო საშუალებაა დეტოქსიკაციისთვის, ის ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნას უზრუნველყოფს.

სხვადასხვა კვლევის შედეგები აჩვენებს, რომ ციტრუსის წვენებს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტი გააჩნია. ანტიოქსიდანტების მაღალი შემცველობის წყალობით, ლაიმი ოქსიდაციური სტრესისგან გვიცავს, ებრძვის თავისუფალ რადიკალებს და დაბერების პროცესს.

ლაიმი ორგანიზმისთვის სასარგებლო ტერპენებს, ფლავანოიდებს, ფლავონებს, ტრიტერპენოიდებს და ლიმონოიდებს შეიცავს. ის იმუნიტეტსაც აძლიერებს, მასში შემავალი C ვიტამინი ეფექტურად ებრძვის სხვადასხვა პათოგენს. ანადგურებს მიკრობებს, გვიცავს რესპირატორული ინფექციებისა და ანთებითი პროცესებისაგან.

წყალს თუ ლაიმს დავუმატებთ და ისე მივირთმევთ, კანის სტრუქტურა გაგვიუმჯობესდება და დაგვიტენიანდება. ლაიმს ნაოჭების საწინააღმდეგო ეფექტიც გააჩნია და ის კანს ულტრაიისფერი გამოსხივების ნეგატიური ზემოქმედებისაგან იცავს.

ლაიმიანი წყალი საჭმლის მონელებასაც ასტიმულირებს. დღეში 2 ჭიქა წყალი ეფექტურია ყაბზობის თავიდაც ასაცილებლად. ამასთანავე, ლაიმი წონის კლებაშიც გვეხმარება და აქვეითებს მადას.

ლაიმის წვენი მაგნიუმის, კალიუმის და C ვიტამინის წყაროა, ყველა იმ საკვები ნივთიერების, რომლებიც გულის ჯანმრთელობას უწყობს ხელს. ცხოველებზე ჩატარებული კვლევები აჩვენებს, რომ ციტრუსის ანტიოქსიდანტური მოქმედება ხელს უშლის ათეროსკლეროზის პროგრესს.

ლაიმი თუ ლიმონი?

როგორც ლიმონიანი, ასევე ლაიმიანი წყალი მდიდარია ნუტრიენტებით, ორივე შეიცავს C ვიტამინს და ანტიოქსიდანტებს. მათ შორის ძირითადი განსხვავება არის ის, რომ ლაიმი ნაკლებად მჟავეა, ვიდრე ლიმონი. კვებითი თვალსაზრისით, ლიმონში C ვიტამინის უფრო მაღალი შემცველობაა, ის დიდი რაოდენობით ვიტამინ B6-ს და ფოლიუმის მჟავასაც შეიცავს.