რომელი საკვები და სასმელი გვეხმარება კოვიდ19-ით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი საკვები და სასმელი გვეხმარება კოვიდ19-ით გამოწვეული სიმპტომების შემსუბუქებაში

მნიშვნელოვანია სწორად შევარჩიოთ ჩვენი კვების რაციონი. გარკვეული საკვები და სასმელი გვეხმარება სიმპტომების შემსუბუქებაში და მალე გამოჯანმრთელებაში. მათი დახმრებით მეტ შვებას იგრძნობთ, უფრო მხნედ იქნებით, დაამარცხებთ მოთენთილობასა და ძლიერ სისუსტეს.

საკვები და სასმელი, რომლებიც იმუნურ სისტემას აძლიერებენ და კოვიდ19-ის მავნე ზემოქმედებისგან გვიცავს

ქათმის წვნიანი

qatmiswvniani-1641895791.jpg

ქათმის წვნიანი, სხვა ცხელი სასმელის მსგავსად, ორგანიზმს უხდება და მის ჰიდრატაციას უზრუნველყოფს. წვნიანი სასუნთქი გზებიდან ლორწოს გამოდინებას უწყობს ხელს, შედეგად კი ორგანიზმიდან ვირუსი გამოიდევნება. ქათმის წვნიანი ამინომჟავა ცისტეინს შეიცავს, რაც ლოწოვანზე სასარგებლოდ მოქმედებს.

კარტოფილი

kartofli-1641895857.jpg

კარტოფილი ორგანიზმში სითხის ბალანსის რეგულაციაში გვეხმარება, კალიუმის შემცველობის მეშვეობით. სითხის ბალანსი კი კოვიდთან ბრძოლის დროს ძალიან მნიშვნელოვანია. რესპირატორული დაავადებისას დეჰიდრატაციამ შეიძლება ლორწოვანის გასქელება გამოიწვიოს და ის ფიტლვებში დაგროვდეს, რაც, რა თქმა უნდა, საზიანოა ჯანმრთელობისთვის. შეგიძლიათ კარტოფილის ნაცვლად მიირთვათ ბანანი და ავოკადო. ისინი კალიუმის საკვები წყაროა.

ქოქოსის წყალი

best-foods-and-drinks-to-soothe-covid-19-symptoms-04-coconut-water-1440x810-1641895903.jpg

ქოქოსის წყალი ორგანიზმს ელექტროლიტებით ავსებს. ელექტროლიტებს მიეკუთვნება შემდეგი მინერალები: კალიუმი, ნატრიუმი და კალციუმი. ისინი ორგანიზმს სასიცოცხლო ძალების აღსადგენად ესაჭიროება. კოვიდთან ასოცირებული დიარეის დროს ქოქოსის წყალი უებარი საშუალებაა. დიარეას ახასიათებს ორგანიზმის გამოფიტვა, მიირთვით ქოქოსის წყალი და გაამდიდრეთ სხეული ელექტროლიტებით.

თხილი და თხილის კარაქი

best-foods-and-drinks-to-soothe-covid-19-symptoms-08-plant-based-protein-1440x810-1641895944.jpg

კოვიდ19-თან საბრძოლველად ბოსტნეულზე დაფუძვნებული დიეტის გარდა, აუცილებელია პროტეინების მიღებაც. მიირთვით თხილეული(თხილი, ნუში, კაკალი) და თესლეული(სელი, მზესუმზირა, გოგრა).

კოვიდ19 ჰიპერმეტაბოლური მდგომარეობაა, რაც ნიშნავს იმას რომ თქვენი სხეული გამოჯანმრთელების მიზნით, დიდი რაოდენობით ენერგიას ხარჯავს/წვავს, ამიტომ აუცილებელია ამ ენერგიის ხელახლა შევსება, რათა დაღლილობის შეგრძნებისაგან გავთავისუფლდეთ.

ხშირად კოვიდინფიცირებულებს მადა ეკარგებათ, ამ დროს აუცილებელია პროტეინის შემცველი საკვების მიღება. აღსანიშნავია ისიც, რომ მცენარეული ცილები უფრო მეტად გვეხმარება ანთებითი პროცესების ჩახშობაში, ვიდრე ცხოველური ცილა.

ცხიმიანი თევზი

best-foods-and-drinks-to-soothe-covid-19-symptoms-09-fatty-fish-1440x810-1641895973.jpg

ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც ყველაზე დიდი რაოდენობით ცხიმინი თევზი(ორაგული, სარდინი, ვირთევზა) შეიცავს, კოვიდის დროს უმნიშვნელოვანესია. თევზი კოვიდიანი პაციენტისთვის ყველაზე ეფექტური საკვებია, ვინაიდან ის თავის შემადგენლობით ანთებას ებრძვის. კორონავირუსს ხშირად ანთებითი პროცესები ახასიათებს, ამიტომ ომეგა3-ის ცხიმოვანი მჟავა, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს, ძალიან გვეხმარება გამოჯანმრთელებაში.

რას უნდა ვერიდოთ?

კოვიდით ინფიცირებისას უნდა მოვერიდოთ იმ საკვებ პროდუქტებს, რომლებიც ორგანიზმში ანთებს პროვოცირებას იწვევენ. არ მიირთვათ შემწვარი საკვები, ასევე მარტივი ანუ სწრაფი ნახშირწყლები, მაგალითად, თეთრი პური. კვების რაციონიდან გამორიცხეთ შაქრისა და ნატრიუმის შემცველი პროდუქტები.