საუკეთესო საუზმე და დესერტი დიაბეტით დაავადებულებისათვის - მიირთვით მოცვი უცხიმო იოგურტთან ერთად - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საუკეთესო საუზმე და დესერტი დიაბეტით დაავადებულებისათვის - მიირთვით მოცვი უცხიმო იოგურტთან ერთად

შაქრიანი დიაბეტი ჯანმრთელობის მხრივ რიგ გართულებებს იწვევს, დაავადებულ ადამიანს შესაძლებელია განუვითარდეს ნეიროპათია (ნერვის დაზიანება), თირკმლისა და გულის დაავდებები, მხედველობის პრობლემები (გლაუკომა, კატარაქტა, ასევე დიაბეტური რეტინოპათია) და მათ შორის ინსულტიც კი.

ამიტომ, აუცილებელია სისხლში შაქრის დონის კონტროლი და ტკბილზე უარის თქმა. თუმცა, რა უნდა ვქნათ, თუ ტკბილეულობა მოგვინდა?

ამისათვის საჭიროა ჯანმრთელობისათვის მავნე შაქარი ბუნებრივი გლუკოზის შემცველი ხილით ჩავანაცვლოთ. აარჩიეთ დაბალი გლიკემიური ინდექსის ხილი და შექმენით მისგან ვიტამინებით სავსე სმუზი, რომელიც ტკბილის სურვილს დაგიკმაყოფილებთ.

მაშ ასე, ხილი, რომელიც დიაბეტით დაავადებულებისათვის დაშვებულია

ანტიოქსიდანტებით მდიდარი კენკრა

kenkra-1641892242.jpg

თუ დიაბეტი გაწუხებთ, თავისუფლად შეგიძლიათ მიირთვათ და დატკბეთ კენკროვანი ხილით. დაშვებულია მოცვი, მარწყვი, მაყვალი, ჟოლო და სხვ. ამერიკის დიაბეტის ასოციაციის (ADA-ს) თანახმად, კენკრა დიაბეტიანებისათვის სუპერსაკვებია, ვინაიდან ის ბოჭკოთი და ანტიოქსიდანტებით არის მდიდარი. მაგალითად, ერთი ჭიქა ახალი მოცვი 84 კკლ-ია და 21 გრამ ნახშირწყალს შეიცავს. მიირთვით კენკროვანი ხილი უცხიმო იოგურტთან ერთად საუზმეზე ან დესერტად.

ძალების აღმდგენი ფორთოხალი

fortoxali-1641892390.jpg

ერთი ცალი ფორთოხლის მირთმევით, C ვიტამინის დღიური ნორმის 78%-ს ვღებულობთ. ფოლატის შემცველობასთან ერთად, ის კალიუმსაც შეიცავს (1ც 237მგ-ს), რაც არტერიული წნევის დასარეგულირებლად საჭირო მიკროელემენტია. ციტრუსებს, მათ შორის გრეიფუტსაც, დაბალი გლიკემიური ინდექსი აქვთ, ფორთოხალი მხოლოდ 15 გრ ნახშირწყლებს შეიცავს და 62 კკლ-იაა. ასე რომ, თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფორთოხალი დიაბეტით დაავადებულებისათვის „მეგობარი ხილია“.

კალიუმით, ბოჭკოთი და C ვიტამინით მდიდარი კივი

kiwi-1641892465.jpg

კივი მხოლოდ 10 გრ ნახშირწყალს შეიცავს. ერთი საშუალო ზომის კივის შემადგენლობაში შედის 215 მგ კალიუმი, 64 მგ C ვიტამინი და 2 გრ ბოჭკოვანი. ასე რომ, დიაბეტით დაავადებულთათვის კივი ნამდვილად ეფექტური და უსაფრთხო ხილია.

დიაბეტის დროს სასარგებლოა მსხალი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ალუბალი