რომელი პროდუქტების მირთმევა შეგიძლიათ ღამით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტების მირთმევა შეგიძლიათ ღამით

პირველი რჩევა იქნება: დაფიქრდით, მართლაც მშიერი ხართ თუ არა და რამდენი ხნის წინ მიირთვით საჭმელი.

შემდეგ დალიეთ ერთი ჭიქა წყალი და დაიცადეთ 10 წუთი. რამეთუ ძალიან ხშირად შეიძლება წყურვილის გრძნობა აგვერიოს შიმშილის შეგრძნებაში. თუ ამის შემდეგაც იგრძენით საჭმლის მიღების მოთხოვნილება, მაშინ თავს მცირე წახემსების ნება მიეცით.

შეეცადეთ, ჭამოთ ნელა და ყურადღება არ გადართოთ გაჯეტსა თუ ტელევიზორზე. შეეცადეთ სასარგებლო პროდუქტები შეარჩიოთ. მაგალითად, რძის პროდუქტები ორგანიზმს კალციუმით ამარაგებს, ცილით მიდარი პროდუქტები სწრაფად დააკმაყოფილებენ შიმშილის გრძნობას და სიმაძღრის შეგრძნებაც დიდხანს გასტანს, ხოლო უჯრედისით მდიდარი პროდუქტები გააუმჯობესებს ნაწლავის მუშაობას და დაიცავს გულ-სისხლძარღვთა სისტემას.

ძილის წინ ყველაზე სასარგებლოა ისეთი კერძის მიღება, რომელიც შედგება სწრაფად ათვისებადი ცილისგან (ქათმის მკერდი, თევზი, მაწონი, იოგურტი, ხაჭო, მოხარშული კვერცხი) ან საკვები ბოჭკოებისგან (ხილი, ბოსტნეული, ნიგოზი).

რა შეიძლება ვჭამოთ ძილის წინ?

  • ნებისმიერი ხილი ან ბოსტნეული;
  • სუფრის კოვზი ნიგოზი, ან თხილი და მაწონი ან იოგურტი;
  • სტაფილოს, კიტრის ჩხირები ხუმუსით ან ხაჭოთი;
  • ნახევარი სენდვიჩი ბანანითა და 1 ჩაის კოვზი თაფლით
  • მოხარშული კვერცხი;
  • ნახევარი სენდვიჩი მოხარშული ქათმის მკერდით და სალათის ფურცელით.