როდის ჯობს ცხიმიანი პროდუქტების მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როდის ჯობს ცხიმიანი პროდუქტების მიღება

ამაზე მეტყველებს 27911 ზრდასრული ამერიკელის მონაცემთა ანალიზი, რომელიც აჩვენებს კავშირს რაციონსა და გულის დაავადებების რისკს შორის.

აღმოჩნდა, რომ მცენარეული საკვებით ვახშამი გულის დაავადებათა რისკს ამცირებს 10%-ით. ადამიანებს, რომლებიც მოიხმარენ ვახშამზე ძალიან ბევრ რაფინირებულ ნახშირწყლებს და ცხიმიან ხორცს, გულის დაავადებათა განვითარების მეტი რისკი აქვთ, მათთან შედარებით, ვინც ანალოგიურ პროდუქტებს მოიხმარს საუზმეზე.

ცნობილია, რომ რაციონში ნაჯერი ცხიმების, დამუშავებული ხორცისა და შაქრის სიჭარბემ შეიძლება გაზარდოს სისხლში ქოლესტერინის დონე და გულის დაავადებათა განვითარების რისკი.

გულისთვის ჯანსაღი დიეტის დაცვა - დიდი რაოდენობით არარაფინირებული ნახშირწყლებით (ბოსტნეული, ხილი) და ნაკლები რაოდენობით ხორცით - მნიშვნელოვნად შეამცირებს გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებათა რისკს. ასევე მნიშვნელოვანია საკვების მიღების დრო.

კარგი განწყობის შესაქმნელად რაციონში განსაკუთრებული პროდუქტები უნდა ჩავრთოთ.

განწყობის დაქვეითებას შეიძლება გავუმკლავდეთ საკვების საშუალებით. დეპრესიის მკურნალობის თვალსაზრისით რაციონი არცთუ უკანასკნელ როლს ასრულებს. ცნობილია, რომ განწყობას აუმჯობესებს: შავი შოკოლადი, ცხიმიანი თევზი და კვერცხის გული.

შავი შოკოლადი მდიდარია მაგნიუმით და დაწყნარებაში გვეხმარება. მსგავსი მოქმედება აქვს ავოკადოს, ნუშს და კეშს. რაც შეეხება თევზს, დიეტოლოგები გვირჩევენ საკვებად გამოვიყენოთ მეტი სკუმბრია და ორაგული, რომლებიც მდიდარია სასარგებლო ცხიმებით და შეუძლია დეპრესიის სიმპტომების შემსუბუქება. ამ თევზში არის ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები, რომელიც დადებითად მოქმედებს ტვინის მუშაობაზე. ტვინისთვის სასარგებლოა ვიტანიმი, რომელსაც შეიცავს კვერცხის გული.

ანტიდეპრესანტების მიღების ფონზე დიეტოლოგები გვირჩევენ ცილით მდიდარი საკვების მიღებას. ეს შეიძლება იყოს ინდაური და საქონლის ხორცი. ხორცი კარგად ესადაგება ბოსტნეულს.

ნაჩვენებია В ჯგუფის ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებიც (ისპანახი და კომბოსტო). რადგანაც ტკბილი სიამოვნების მომტანია, ექსპერტები გვირჩევენ, უარი არ ვთქვათ დესერტებზე.