რა არის FODMAP დიეტა და ვის სჭირდება მისი დაცვა

დიეტა შეიმუშავეს ავსტრალიელმა მეცნიერებმა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე პაციენტებისათვის. ეს დაავადება აღენიშნება პლანეტის მოსახლეობის 11%-ს, მაგრამ მათი მხოლოდ 30% მიმართავს ექიმს. სინდრომი ვლინდება მუცლის არეში ტკივილით, შებერილობით, მეტეორიზმით, ყაბზობით ან დიარეით. ეს არის ფუნქციური მოშლილობა: პრობლემა ნაწლავის არასწორი მუშაობაა და არა რაიმე დაზიანება. სიმპტომები შეიძლება გაგრძელდეს დღეების, კვირების ან თვეების განმავლობაში, შემდგომ თავისთავად გაივლის, ისევ ვითარდება და ასე გრძელდება მთელი ცხოვრება.
ავსტრალიელმა მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ ცალკეული ნახშირწყლები ცუდად შეიწოვება ნაწლავში, იწვევს დუღილის პროცესს და გამოყოფს აირებს, რაც აღიზიანებს ნაწლავის ლორწოვან გარსს. მკვლევრებმა გამოარკვიეს, რომელ პროდუქტებშია ჭარბად - ნახშირწყლები და რომელი საკვები შეიცავს მათ ნაკლები რაოდენობით. ამის საფუძველზე შეადგინეს FODMAP-ის დაბალი შემცველობის დიეტა, რომელიც ამცირებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომებს. აღსანიშნავია, რომ ის სხვა დაავადებების დროსაც კარგად მოქმედებს:
- ბაქტერიების ჭარბი ზრდის სინდრომი. ამ შემთხვევაში - დიეტა ამცირებს ადამიანთა 86%-ის სიმპტომებს;
- კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვა ფუნქციური მოშლილობები, რომლებიც რაიმე გარკვეული მიზეზის გარეშე ვითარდება. თუმცა აუცილებლად უნდა გამოირიცხოს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ყველა სხვა დაავადება.
თუ ადამიანს არ აქვს მსგავსი პრობლემები, ამ დიეტაზე გადასვლა არ არის რეკომენდებული, რადგანაც მან შეიძლება სარგებელზე მეტი ზიანი მოუტანოს. საქმე ისაა, რომ FODMAP-ნახშირწყლები ბუნებრივი პრობიოტიკებია, რომლებიც საჭიროა ნაწლავის ნორმალური მიკროფლორის ზრდისათვის. აღნიშნული დიეტა შეიძლება საზიანოც აღმოჩნდეს მცირე მასის მქონე ადამიანებისთვის, რადგანაც ის გამორიცხავს ბევრ პროდუქტს. ამიტომ ვიდრე ამ დიეტას დაიწყებს ადამიანი, რისკებისა და სარგებლის შესაფასებლად საჭიროა გასტროენტეროლოგის კონსულტაცია.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ */
ado.slave('adoceanadvertlinegelpmmhkfobb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
რა არის ამ დიეტის უპირატესობა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მქონე ათას პაციენტზე ჩატარებულმა 20-მა კვლევამ დაადასტურა მისი სარგებელი. ამ დიეტის დაცვისას გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის სიმპტომები, როგორებიცაა მუცლის არეში ტკივილი, შებერილობა, მეტეორიზმი, დიარეა ან ყაბზობა, შეუმცირდა პაციენტთა 86%-ს.
რომელი პროდუქტები არ უნდა მივიღოთ:
- ხილი: ვაშლი, გარგარი, მაყვალი, ალუბალი, კონსერვირებული ხილი, ფინიკი, ლეღვი, მსხალი, ატამი, საზამთრო.
- დამატკბობელი: ფრუქტოზა, თაფლი, სიმინდის სიროფი ფრუქტოზის მაღალი შემცველობით, ქსილიტი, მანიტი, მალტიტი, სორბიტი.
- რძის პროდუქტები: რძე, ნაყინი, არაჟანი, ყველი, ხაჭო.
- ბოსტნეული: არტიშოკი, ბროკოლი, ჭარხალი, კომბოსტო, ნიორი, ფენხელი, სოკო, ხახვი, ბარდა.
- პარკოსნები: ლობიო, სოია, ოსპი.
- ხორბალი: პური, მაკარონი, ვაფლი, კრეკერი, ორცხობილა, მაჭკატები.
- სასმელები: ლუდი, უალკოჰოლო სასმელები სიმინდის სიროფით ფრუქტოზის მაღალი შემცველობით, სოიის რძე, ხილის წვენები.
რომელი პროდუქტების მიღება დაიშვება:
ეს პროდუქტები მცირე რაოდენობით შეიცავს FODMAP-ნახშირწყლებს:
- ხორცი, თევზი, კვერცხი;
- ყველა ცხიმი და ზეთი;
- მწვანილისა და სანელებლების უმრავლესობა;
- ნიგოზი, ნუში, არაქისი, კუნჟუტი;
- ხილი: ბანანი, მოცვი, ნესვი, გრეიპფრუტი, კივი, ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი, ჟოლო, მარწყვი;
- დამატკბობელი: სტევია;
- რძის პროდუქტები: ყველის მაგარი სახეობები;
- ბოსტნეული: ბულგარული წიწაკა, სტაფილო, ნიახური, კიტრი, ბადრიჯანი, კოჭა, მწვანე ლობიო, მწვანე ხახვი, ზეთისხილი, კარტოფილი, ისპანახი, გოგრა, პომიდორი, წაბლი, ყაბაყი:
- მარცვლეული: სიმინდი, შვრია, ბრინჯი;
- სასმელი: წყალი, ყავა, ჩაი.
როგორ ჩამოვაყალიბოთ ინდივიდუალური FODMAP-დიეტა
მეცნიერები გვირჩევენ:
1. უარი ვთქვათ FODMAP-შემცველ პროდუქტებზე 2-6 კვირის განმავლობაში. თუ ამ პერიოდში სიმპტომები შემცირდება, ე.ი. პრობლემა ნახშირწყლების მოუნელებლობაა.
2. შემდეგ, ყოველ სამი დღის განმავლობაში, რაციონში დავამატოთ ერთი FODMAD-პროდუქტი. თუ სიმპტომები არ გამოვლინდა, შეგვიძლია მისი მიღება გავაგრძელოთ, სხვა შემთხვევაში კი უარი ვთქვათ მასზე.