განტვირთვის დღეები წონაში დასაკლებად - ნიახურის ძირების წვნიანი და კოჭას ჩაის კომბინაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

განტვირთვის დღეები წონაში დასაკლებად - ნიახურის ძირების წვნიანი და კოჭას ჩაის კომბინაცია

დაიწყეთ განტვირთვის დღეებით. შეარჩიეთ ჯანსაღი კვების რეცეპტი და დაიკელით სიამოვნებით. განტვირთვის დღედ კვირის განსაზღვრული დღე შეარჩიეთ და ეს ტრადიციად აქციეთ. ფსიქოლოგიურად გაცილებით იოლია, ერთი დღე-ღამით თქვათ უარი ჩვეულ კერძებზე.

დიეტის პრინციპი მარტივია: შეამცირეთ საკვების ენერგეტიკული მასა 2000-3000 კილოკალორიიდან 900-1000 კილოკალორიამდე. ამით აიძულებთ ორგანიზმს, ჩართოს სარეზერვო მექანიზმი, ანუ დაიწყოს ენერგიის დანაკლისის შევსება ორგანიზმში დაგროვილი ცხიმის ხარჯზე.

ამით ორგანიზმს არავითარ ზიანს არ მიაყენებთ, რადგან საკვების შეზღუდვა ხანმოკლეა.

განტვირთვის დღეს ხელი მოჰკიდეთ საყვარელ ან, უბრალოდ, სასიამოვნო საქმეს. მაგალითად, ესტუმრეთ სილამაზის სალონს, გაისეირნეთ ქალაქში, ესტუმრეთ კინოს, თეატრს ან სულაც აუზს. ამის წყალობით საკვებზე აღარ იფიქრებთ და ამაღლებულ განწყობას შეინარჩუნებთ. ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში ზოგიერთი საკვებიც დაგეხმარებათ.

ნიახური და კოჭა

ნიახურის ძირების წვნიანი და კოჭას ჩაი იდეალური შეხამებაა მათთვის, ვისაც წონის დაკლება სჭირდება.

ნიახურის შემადგენლობაში შემავალი სასარგებლო ნივთიერებები იდეალურადაა დაბალანსებული და ადვილი ასათვისებელია, ამიტომ ძლიერი გამწმენდი და გამაახალგაზრდავებელი ეფექტიც აქვს.

კოჭას ფესვის ნაყენი, იგივე კოჭას ჩაი, დამატებით „წაახალისებს“ ნივთიერებათა ცვლას. ეს კოჭაში შემავალი ეთერზეთის დამსახურებაა.

კოჭას ჩაი

ჩაყარეთ თერმოსში კოჭას ფესვის თხლად დაჭრილი ნაჭრები (4-5 სმ სიგრძისა), დაასხით 3-4 ჭიქა მდუღარე წყალი, დააყენეთ და სვით დღის განმავლობაში.

ნიახურის ძირების წვნიანი

300 გ სტაფილო დაჭერით, დაასხით მდუღარე და შედგით ცეცხლზე. 200 გ ნიახურის ძირი დაჭერით და მოშუშეთ ზეთში (უმჯობესია, ზეითუნისა იყოს). სტაფილო რომ მოიხარშება, დაამატეთ მოშუშული ნიახური, ადუღეთ კიდევ ერთი წუთი. მზა წვნიანს დაამატეთ მწვანილი.