Online Mkurnali

რუბრიკები

    სამკურნალო წერილები

    სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
    სახსრების დაავადებას ფიჭვის წიწვების საფენი უხდება
    ასაკში, წონის მატებასთან ერთად, სახსრების პრობლემებიც დამეწყო.
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
    გემრიელი წნევის წამალი - დაგჭირდებათ ჭარხალი, თაფლი და შტოში
    ძალიან მინდა, თქვენს მკითხველებს ვასწავლო ჩემი საყვარელი წამლის რეცეპტი,
    სრულად

    სამკურნალო წერილები

    კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
    კამა კლიმაქსის დროს კარგი საშუალებაა
    კამის წყალი ხელს უწყობს მენოპაუზის უარყოფითი სიმპტომების მოხსნას, ალების რაოდენობის შემცირებას და ძილის ნორმალიზებას.
    სრულად

    სიმსუქნე გენეტიკურია - მკურნალი.გე

    ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

    სიმსუქნე გენეტიკურია

    მაგრამ არ ასვენებთ იმაზე ფიქრი, რომ მათი წინაპრებიც - ბებია, დედა, დეიდა - მსუქნები იყვნენ და თვლიან, რომ ეს გენეტიკურია. ხშირად სასოწარკვეთილებაში ვარდებიან იმის გამო, რომ ვერასდროს შეძლებენ ამ პრობლემის მოგვარებას და კარგავენ გახდომის იმედს. ხშირად გაიგონებთ: „გენებს ვერაფერს მოვუხერხებ, გენეტიკას ვერ შევცვლი!“ - ეს საკუთარი ინერტულობისა და სიზარმაცის ძალზე მოხერხებული გამართლებაა.

    გაჩნდება თეძოებზე ცხიმი და ქალები ოხრავენ: „ვერაფერს ვიზამ, დედაც და ბებიაც ხომ ფუმფულები არიან, აბა, მე ვის დავემსგავსებოდი?“ ან „სისხლში შაქრის დონე მომატებული მაქვს, ამას ვერ გავექცევი, ბაბუას ხომ დიაბეტი ჰქონდა!“

    შეწყვიტეთ თავის მართლება! გენეტიკა სერიოზული მეცნიერებაა, მაგრამ მეცნიერული მონაცემები გვიჩვენებს, რომ მემკვიდრეობითობის გავლენის წილი ჩვენს ჯანმრთელობაზე ერთი მესამედია. ყველაფერი დანარჩენი კი უშუალოდ ჩვენზეა დამოკიდებული - ჩვენს ცხოვრების წესსა და კვებაზე. მოდი, გავერკვეთ, რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმ შემთხვევაში, თუ გენეტიკაში გვაქვს დიაბეტი, გულსისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებები, ზედმეტი წონა და მიუხედავად ამისა, გვსურს ვიყოთ ჯანმრთელნი.

    გავაგრძელოთ ცხოვრება.

    ზედმეტი კილოგრამები მძიმე ტვირთია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით. ექიმებს მიაჩნიათ, რომ დროთა განმავლობაში ჭარბი წონა დაავადებად ტრანსფორმირდება, არასასიამოვნო სახელწოდებით „გაცხიმოვნება“, რაც ერთ-ერთი მიზეზია ისეთი დაავადებებისა, როგორებიცაა ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტონია, შაქრიანი დიაბეტი, ალერგია, სიმსივნური დაავადებები.

    როგორ უნდა განისაზღვროს, აუცილებელია თუ არა ადამიანისთვის გახდომა? პირველი ხერხი - შეათვალიერეთ საკუთარი სხეული სარკეში. მეორე ხერხი - უნდა გამოთვალოთ სხეულის მასის ინდექსი. ამისათვის საკუთარი წონა (კილოგრამებში) გაყავით სიმაღლის მაჩვენებლის (მეტრებში) კვადრატზე. მაგალითად, თუ თქვენი წონაა 76 კგ, სიმაღლე - 1,68 მ, თქვენი მასის ინდექსი იქნება: 76:(1,68X1,68)=22,6. თუ ინდექსი ნაკლებია 25-ზე, შეგიძლიათ არ აღელდეთ, ხოლო თუ მაღალია - დროა, იფიქროთ ჯანმრთელობაზე. ინდექსი 26-29 მეტყველებს ზედმეტ წონაზე. 30-39 - გაცხიმოვნებაა. 40-ზე მეტი - სიტუაცია კრიტიკულთან ახლოსაა.

    გერმანელი მეცნიერების მონაცემებით, მსუქნებს შორის, რომელთა ინდექსია 40, მკერდის კიბოთი დაავადების შანსი 60%-ია, ხოლო დაბალი ინდექსის მქონეთათვის დაავადების რისკი მხოლოდ 19-25%-ია. ზედმეტი კილოგრამებისგან (სამი, ხუთი ან ათი) გათავისუფლებაზე ფიქრისას მაშინვე ჩნდება აზრი დიეტის შესახებ. თავიდან მოიცილეთ ფიქრი დიეტაზე. არავითარი აზრი არ აქვს ორკვირიან დიეტას. საკმარისია, დაუბრუნდეთ ჩვეულ მდგომარეობას და ადვილად აკრეფთ დაკარგულ კილოგრამებს. როგორ მოვიქცეთ? უპირველესად, შევიხედოთ მაცივარში. პირველი პირობა - თქვენს მენიუში უნდა იყოს ნაკლები ცხიმი. აქ საუბარია არა მხოლოდ იმ ცხიმზე, რომელიც თვალში გვხვდება (ცხიმიანი ხორცი, ქონი), არამედ „ფარულ“ ინტერვენტებზე. ამის შემდეგ პროდუქტების შეძენისას შეისწავლეთ ეტიკეტი - ცხიმიანობის მაქსიმალურად დასაშვები ნორმაა 15%. უნდა შეგახსენოთ „ცხიმიანი“ პროდუქტები - ეს მხოლოდ კარაქი არ არის, ეს არის ყველიც (50-60%-იანი ცხიმიანობა), მოხარშული და შებოლილი ძეხვეული. როცა შეამცირებთ ცხიმს რაციონში, ნელ-ნელა გახდებით, მაგრამ სწორად.

    რა უნდა იქონიოთ რაციონში? უცხიმო ხორცი - საქონლის, ხბოს, ქათმის, უცხიმო თევზი, უცხიმო რძის პროდუქტები და, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობით ბოსტნეული - დღეში 5 ულუფა. სალათებს ნუ მოასხამთ მცენარეულ ზეთს ან მაიონეზს. ნაკლებად მიიღეთ ნახშირწყლები - შაქარი, გაზიანი სასმელები. ყავა მიიღეთ შაქრისა და რძის გარეშე. ასე ნელ-ნელა გადადით ჯანმრთელი ცხოვრების წესზე და გადაიყვანეთ მთელი ოჯახი.

    იმოძრავეთ! ნებისმიერი ფიზიკური ვარჯიში ამაგრებს გულს, ავარჯიშებს სისხლძარღვებს. მოსწყდით ტელევიზორს. ისეირნეთ პარკებსა და სკვერებში რეგულარულად. ეს არა მხოლოდ სასიამოვნოა, არამედ სასარგებლოც. ეს აუცილებელია კვირაში 3-ჯერ მაინც 1 საათით. დიეტოლოგებს მიაჩნიათ, რომ 100 კკალ ცხიმის დასაწვავად თქვენ გჭირდებათ სწრაფი სიარული 15 წუთით. ამ დროს 2500 ნაბიჯს გადადგამთ. ძალიან კარგად მოქმედებს გულსისხლძარღვთა სისტემის გაკაჟებაზე ცურვა და ველოსიპედი. თუ დროს ვერ გამონახავთ სპორტკლუბისთვის, მის შესაცვლელად გამოდგება ჩვეულებრივი დალაგების პროცესი და რეგულარული სქესობრივი კავშირი. ინტენსიურ, რთულ ვარჯიშებს მოერიდეთ. მეცნიერები გვირჩევენ, რომ გულის გაკაჟებისა და ცხიმის დაწვისთვის უმჯობესია დაბალი ინტენსივობის დატვირთვა, ხანგრძლივი სეირნობა. ივარჯიშეთ დილაობით კარგად განიავებულ ოთახში, ჟანგბადი საჭიროა ცხიმების დასაწვავად და ორგანიზმის ნორმალური მუშაობისთვის.

    მეტი სითხე! ცხოვრების ჯანსაღი წესის კიდევ ერთი ასპექტია წყლის სმის რეჟიმი. მიაქციეთ ყურადღება, რა რაოდენობის სითხეს სვამთ (არ იგულისხმება ჩაი, ყავა, გაზიანი სასმელები, არამედ სუფთა წყალი). უმჯობესია წყალი მიიღოთ დღის განმავლობაში საკვებისგან დამოუკიდებლად. სამუშაო მაგიდაზე ყოველთვის დაიდგით ბოთლი სუფთა წყლით, სვით დროთა განმავლობაში. ეს დაგეხმარებათ ორგანიზმიდან წიდების გამოდევნაში. მოძებნეთ საკუთარ თავში ძალა და მიიღეთ გადაწყვეტილება იყოთ და დარჩეთ ჯანმრთელნი, ეს ხომ მხოლოდ თქვენ არ გჭირდებათ, ეს სჭირდებათ თქვენს შვილებს, რომლებიც უკვე გყავთ და იმათაც, მომავალში რომ გეყოლებათ.