რატომ არის საშიში ჭარბი რაოდენობით D ვიტამინის და კალციუმის მიღება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რატომ არის საშიში ჭარბი რაოდენობით D ვიტამინის და კალციუმის მიღება

დიდი რაოდენობით D ვიტამინი საფრთხეს უქმნის თირკმელებს

D ვიტამინი ორგანიზმში კალციუმის შეწოვას უწყობს ხელს. ის გვეხმარება ჯანმრთელი ძვლების შენარჩუნებაში, გვიცავს ოსტეოპოროზისაგანაც. D ვიტამინი საკმაოდ პოპულარული საკვები დანამატია, თუმცა მასზე წარმოდგენები გადაჭარბებულია.

მაგალითად, როდესაც ჯანმრთელი ქალები D ვიტამინის დაბალ დოზებს ღებულობენ (400-მდე საერთაშორისო ერთეული(სე) ), ეს სრულიად არ იცავთ მათ ძვლების მოტეხილობებისაგან.

რაც შეეხება მაღალ დოზებს, ეს ჯანმრთელობისთვის საშიშია. როდესაც, ადამიანის სისხლში D ვიტამინის რაოდენობა 100 ნგ/მლ-ზე მაღალია, ამან შეიძლება ზედმეტი რაოდენობის კალციუმის შეწოვა განაპირობოს, რაც გამოიწვევს კუნთების ტკივილს, გუნება-განწყობილების ცვლილებას, მუცლის ტკივილს, თირკმელებში ქვებს. ამ შემთხვევაში იზრდება გულის შეტევის და ინსულტის რისკიც.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ 71 წელს ზემოთ ქალბატონებისთვის, რომლებსაც D ვიტამინის დეფიციტი აქვთ (ასევე მუშაობენ მზისგან მოშორებულ დაწესებულებაში, აქვთ მუქი ფერის კანი), მათთვის ექიმის მიერ დანიშნული დანამატი სასარგებლო და აუცილებელია.

1-70 წლამდე ასაკის ადამიანებმა დღეში 600(სე) რაოდენობის D ვიტამინი უნდა მიიღონ, ხოლო 71 წლიდან 800(სე). იმისათვის, რომ D ვიტამინის ნაკლებობამ არ შეგაწუხოთ, აუცილებელია კვების რაციონი გაამდიდროთ შემდეგი პროდუქტებით: თევზი(ორაგული), რძე, სოკო და სხვ.

კალციუმი - ჭარბი რაოდენობის კალციუმი არტერიებში გროვდება

კალციუმი აუცილებელია ჯანსაღი ძვლებისთვის და ჯანმრთელი გულისთვის. თუმცა, ჭარბი რაოდენობით მისი მიღება ჯანმრთელობის რიგ პრობლემებთან ასოცირდება. მკვლევარები თვლიან, რომ შესაბამისი რაოდენობის D ვიტამინის გარეშე, რომელიც კალციუმის ათვისებას უწყობს ხელს, კალციუმი ძვლების ნაცვლად არტერიებში გროვდება.

2700-ზე მეტი სამედიცინო ტესტის ანალიზმა აჩვენა(2016 წლის მონაცემები), რომ კალციუმის დანამატების მიღებამ შესაძლოა, აორტასა და არტერიებში ფოლაქების დაგროვებას შეუწყოს ხელი.

დანამატებისაგან განსხვავებით, დამცავი ეფექტი აქვთ პროდუქტებს, რომლებიც კალციუმით არის მდიდარი, ესენია: რძის პროდუქტები, ფოთლოვანი ბოსტნეული და სხვ. ამასთანავე, კვლევებით დასტურდება, რომ კალციუმი საკვებიდან უკეთესად შეიწოვება, ვიდრე საკვები დანამატებიდან.

სოიო - სოიოს იზოლატი- ფრთხილად იყავით ესტროგენებთან

სოიოს რძე ცილის, ბოჭკოვანის და რიგი მინერალების კარგი წყაროა. რაც შეეხება სოიოს დანამატის სახით მიღებას, მას ბევრი ქალი ღებულობს. მიზეზი მარტივია, სოიო ესტროგენის მსგავს ნაერთს - იზოფლავონებს შეიცავს, რომელიც მენოპაუზის სიმპტომების შემსუბუქებას უწყობს ხელს.

თუმცა, გაჩნდა ახალი მოსაზრება, რომლის თანახმადაც, იზოფლავონები, რომელსაც სოიოს დანამატები შეიცავენ, მკერდის კიბოს განვითარების რისკთან ასოცირდება. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებობს ურთიერთგამომრიცხავი კვლევები, თუმცა სრულყოფილი არც ერთი არ არის.

გირჩევთ სოიოს დანამატებისა და სოიაზე დაფუძნებული ცილებისაგან თავი შეიკავოთ, განსაკუთრებით მათ, ვისაც ძუძუს კიბო გაქვთ.საკვები პროდუქტებიდან მიღებული სოიო კი საფრთხის შემცველი არ არის.