საკვები და მასში არსებული კანცეროგენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები და მასში არსებული კანცეროგენები

ისინი ორგანიზმზე თანდათანობით მოქმედებს. გარკვეული დროის (ხშირად წლების) გავლის შემდეგ ისინი შესაძლოა ძლიერმოქმედ ფაქტორებად მოგვევლინოს, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა.

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მოძღვრავდა თავის პაციენტებს: „შენივე საკვები უნდა გახდეს შენი მკურნალი“. სიმსივნის პროფილაქტიკა რაციონალური კვების წყალობით ორი ძირითადი პრინციპის დაცვას ეფუძნება: საკვები არ უნდა შეიცავდეს კანცეროგენებს ანუ სიმსივნის აღმოცენების ხელშემწყობ მავნე ნივთიერებებს და საკვებში უნდა იყოს ორგანიზმის სიმსივნისაგან დამცავი ნივთიერებები. წლების განმავლობაში მეცნიერები მუშაობენ იმ ნივთიერებათა შესწავლაზე, რომლებიც ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმისათვის კანცეროგენულია. ეკოლოგიურმა კატაკლიზმებმა, საუკუნის ცვლილებებმა, სხვადასხვა სახის სამრეწველო პროგრესმა განაპირობა ის, რომ საგრძნობლად იმატა სიმსივნით დასნებოვნების რიცხვმა.

როგორც უკვე აღინიშნა, შებოლილ პროდუქტებს უნდა ვერიდოთ მათში ბენზოპირენის არსებობის გამო. თავისთავად ნიტრატები და ნიტრიტები არ არის კანცეროგენები, მაგრამ ადამიანის კუჭში მოხვედრისას ჯანმრთელობისათვის საშიში ნიტროზოამინების წარმოქმნის გამო ისინი მეტად მავნებელია ორგანიზმისათვის.

„შემწვარი კანცეროგენები“

შემწვარი ხორცი რომ მდიდარია კანცეროგენებით, დიდი ხანია ცნობილია. დღეს „შავი სია“ კარტოფილის ჩიპსებით და სხვა უამრავი პროდუქტითაა შევსებული. მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც - როგორ, გამოდის, რომ ყველაფერი შემწვარი მავნებელია?

ფაქტია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევათა მესამედი, ასე თუ ისე, საკვებთან არის დაკავშირებული, ამას, სამწუხაროდ, ვერსად გავექცევით. ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ საკვებისმიერი კანცეროგენები კუჭისა და ნაწლავის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მავნებელი შემწვარი პროდუქტებია, თანაც, არამხოლოდ ონკოლოგიური თვალსაზრისით. ისინი აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს აირთა წარმოქმნას, იწვევს გულძმარვასა და მჟავას მოჭარბებულად გამოყოფას.

„ხორცისმიერი“ კანცეროგენები ცხიმისაგან საკვების მომზადების პროცესში წარმოიქმნება. კარტოფილში, ჩიპსებსა და კრეკერებში კანცეროგენების წყარო ნახშირწყლებია. გაცხელებისას მათგან გამოიყოფა ნივთიერება აკრილამიდი, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და ადამიანის ორგანიზმი უნაყოფობამდე მიჰყავს. ამის გამო პირველად შვედმა მეცნიერებმა შემოჰკრეს განგაშის ზარს. სწორედ მათ აღმოაჩინეს ყველაზე მეტი კანცეროგენი შემწვარ პროდუქტებში. შედეგები გადამოწმდა საკვები პროდუქტების სტანდარტიზაციის ბრიტანული სააგენტოს მიერ. დადასტურდა, რომ ზოგიერთ პროდუქტში კანცეროგენების შემცველობა დასაშვებ დოზას 1300-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატებოდა. თუ ეს არგუმენტი ვინმესთვის არასაკმარისია, შვედი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსაც მოგახსენებთ - თუ ლაბორატორიულ ვირთაგვას ორგანიზმში შეუყვანთ აკრილამიდის იმ რაოდენობას, რომელსაც კარტოფილის ჩიპსის 3-4 სტანდარტული შეკვრა შეიცავს, საექსპერიმენტო ცხოველს 50% შემთხვევაში სიმსივნე განუვითარდება.

როგორ უნდა მომზადდეს კერძი, რომ მასში ნაკლები კანცეროგენი დაგროვდეს?

ყველაზე სასურველია, კერძი მომზადდეს მაღალი წნევით უჟანგავი ფოლადის ქვაბში, რომელშიც არ იქნება საჭირო ცხიმის გამოყენება. ამ გზით პროდუქტი შემწვარი ან მოხარშული კი არ გამოვა, არამედ ორთქლზე მომზადებული. სწორედ ორთქლზე მომზადებული კერძი ითვლება ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლოდ. შეწვისას პროდუქტის ნაწილები (ან ნაჭრები) ხშირად უნდა აბრუნოთ (ანუ კერძს მომზადებისას, კერძოდ შეწვისას, ხშირად უნდა ურიოთ). თურმე ასეთ შემთხვევაში მასში კანცეროგენები 75-90%-ით ნაკლები რაოდენობით გროვდება, ვიდრე იმ ნაჭრებში, რომელთაც ტაფაზე დაყრის შემდეგ არ აბრუნებთ და ერთ გვერდზე ხანგრძლივად (5-7 წუთის განმავლობაში) ბრაწავთ. ეს იმით აიხსნება, რომ შეწვის პროცესში ნაჭრების (იგულისხმება სხვადასხვა პროდუქტის ნაწილები) ზედაპირზე „შებრაწვა-დახრუკვის ზონები“ არ წარმოიქმნება. რაც მთავარია, ყოველი შეწვისთვის ახალი ზეთი გამოიყენეთ. ერთხელ შემწვარ (ანუ გაცხელებულ) ზეთსა თუ სხვა ცხიმში ხელმეორედ პროდუქტს ნუ შეწვავთ!

არსებობს თუ არა კანცეროგენების საწინააღმდეგო ანუ მათი გამანეიტრალებელი საშუალებები?

კანცეროგენების ზემოქმედება ორგანიზმზე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფუნქციობს ღვიძლი, რომელ პრეპარატებს იღებთ მოცემულ მომენტში და რა თქმა უნდა, რით იკვებებით. ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მაგალითად, პოპულარული ერითრომიცინი, სედაციური საშუალებები, ფენობარბიტალის შემცველი მედიკამენტები, სტეროიდული კონტრაცეპტივები აღრმავებს კანცეროგენების მოქმედების ეფექტს. წამალი ვერაპამილი კი, პირიქით, იცავს ორგანიზმს კანცეროგენების ზემოქმედებისაგან. კანცეროგენების მოქმედების განეიტრალების, მათი დაბლოკვის თვალსაზრისით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ყვავილოვანი კომბოსტო, გრაკლას, ოროვანდის ფესვისა და ბურბუშელას ნაყენი. ისინი წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გრეიპფრუტის წვენი. ეს უკანასკნელი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებს ღვიძლის იმ ფერმენტთა აქტივობას, რომლებიც მავნე ნივთიერებებს ნამდვილ კანცეროგენებად გარდაქმნის. საიმედო დაცვისათვის საკმარისია, ყოველ დილით ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენი გადაკრათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გრეიპფრუტი ცვლის ბევრი მედიკამენტის სამკურნალო მოქმედებას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჰიპერტონიული დაავადების მქონე პირებს, რომლებიც ვერაპამილს ან ნიფედიპინს იღებენ.

სასურველია A, C, E, B2, PP ვიტამინებით მდიდარი პროდუქტებით კვება. ჩამოთვლილი ნივთიერებები ამცირებს კანცეროგენების მავნე ზემოქმედებას და იცავს ორგანიზმს სიმსივნური პათოლოგიისაგან.

A ვიტამინით მდიდარია ცხოველთა ღვიძლი, თევზის ქონი, შედარებით მცირე რაოდენობითაა ის კვერცხში, კარაქში, რძის პროდუქტებში. კაროტინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, შეიძლება შევითვისოთ ისეთი მცენარეული პროდუქტებიდან, როგორებიცაა წითელი წიწაკა, სტაფილო, ოხრახუში, ხახვი, ისპანახი, პომიდორი, გარგარი, გოგრა, ასევე ნარინჯისფერი და მოყვითალო-წითელი ფერის ხილისა და ბოსტნეულის წყალობით.

E ვიტამინს შეიცავს თითქმის ყველა სახის თევზეული, ხორცეული და რძის პროდუქტები. ასევე სტაფილო, ხახვი, ბანანი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ის ფრინველის ღვიძლში, ხორბლის მარცვალში, შვრიასა და სიმინდში, ქატოში, ოხრახუშში, ქათმის კვერცხის გულში.

C ვიტამინის წყაროს შეადგენს ხილი და ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა. ყველაზე დიდი რაოდენობითაა ის ასკილის ნაყოფში, შემდეგ მოდის შავი მოცხარი, წითელი წიწაკა, პირშუშხა, ოხრახუში, კამა, ქაცვი. საკმაოდ ბევრი ასკორბინის მჟავაა (C ვიტამინი) აგრეთვე ციტრუსებში, ანტონოვკის ჯიშის ვაშლსა და კენკრაში. ზამთარსა და გაზაფხულზე C ვიტამინის ძირითად წყაროს წარმოადგენს კარტოფილი და კომბოსტო. ასევე ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი.

საკვები პროდუქტების დანამატები

საკვები პროდუქტების დანამატებში შედის: საღებავი და მათეთრებელი ნივთიერებები, კონსერვანტები, ანტიოქსიდანტები, ხილის ფუჭებადობის საწინააღმდეგო საშუალებები, სასმელი წყლის გამასუფთავებლები, დამატკბობელი საშუალებები. სამწუხაროდ, საღებავი და მათეთრებელი საშუალებების უმრავლესობა ქიმიურად მიღებული სხვადასხვა დანამატია (და არა ბუნებრივად გამოყოფილი ამა თუ იმ ბუნებრივი ნედლეული პროდუქტიდან), ამიტომაც კანცეროგენად ან სხვა მავნე ნივთიერებად ევლინება ადამიანის ორგანიზმს.

* * *

სხვადასხვა შხამი და მავნე ნივთიერება საკვებში შესაძლოა წყლიდან ან ჰაერიდან მოხვდეს. არ უნდა ვიფიქროთ ის, რომ ბუნებაში არსებული ესა თუ ის შხამი, რომლებიც ბუნებრივად არსებულია გარემოში (და არა ადამიანის მიერ ქიმიური გზით შექმნილი), არ არის მავნებელი. უნდა ვეცადოთ მაქსიმალურად შევამციროთ მათი აკუმულირება და შესაბამისად, ადამიანის ორგანიზმზე მავნე ზეგავლენა. ასე ბუნებრივად ხვდება ზოგჯერ საკვებ პროდუქტებში ვერცხლისწყლის, მძიმე მეტალების გარკვეული რაოდენობა, რომელიც სახიფათოა ჩვენი ჯანმრთელობისათვის. ბოლო პერიოდში დიდი ყურადღება მიიპყრო ობის სოკოთა მიკოტოქსინმა, უპირველესად, აფლატოქსინმა, რომელსაც მიწის თხილის ობი შეიცავს. აფლატოქსინ B1 უძლიერესი კანცეროგენია ცნობილ კანცეროგენებს შორის.