/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.left */ ado.slave('adoceanadvertlinegemlehhvkgtg', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Right */ ado.slave('adoceanadvertlinegezllnkselsb', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.header */ ado.slave('adoceanadvertlinegewmceopopnw', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.Top */ ado.slave('adoceanadvertlinegeldphnqspnx', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.C1 */ ado.slave('adoceanadvertlinegerbrkgwogih', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

რუბრიკები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeuakedjfski', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ოჯახის მკურნალის ანონსი

ჟურნალის გამოწერა შეგიძლიათ საიტიდან
www.elva.ge
კატეგორია : მკურნალობა

-გამარჯობა.7 წლის გოგონას ზოგჯერ აწუხება ქვეხა კიდურების,ძირითადად ტერფიდან მუხლამდე ტკივილები.ავუღე რევმატოიდული სინჯები და ანტისტრეპტოლიზინი აქვს 1000>.გავიარეთ რევმატოლოგის კონსულტაცია,არანაირი მკურნალობა არ დგვინიშნა.თქვა რომ ანტისტრეპტოლისზინის მაღალი მაჩვენებელი მიუთითებს გადატანილ სტრეპტოკოკულ დაავადებაზე და ტკივილები ფეხებში-ზრდის ტკივილებად ჩათვალა.გულის ეხოსკოპიაზე ყველაფერი რიგზეა.თუმცა მე მაინც მაწუხებს ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და როგორ მოვიქცე? რა პროფილია ექიმი გვჭირდება? ვფიქრობ ოტორალინგოლოგის კონსულტაციას თუმცა ყელი ჩირქოვანი არ აქვს და არ ავადობს ხოლმე.გთხოვთ მიპასუხოთ რამდენად საგანგაშია ანტისტრეპტოლიზინის ეს მაჩვენებელი და სად ვეძიო ამის მიზეზი? მადლობა

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.A2 */ ado.slave('adoceanadvertlinegelpqjfspjnr', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B1 */ ado.slave('adoceanadvertlinegeocirjtildc', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

ფიტნესი და სპორტი

რატომაა მნიშვნელოვანი ძალოვანი ვარჯიშები 30 წლის შემდეგ

რატომაა მნიშვნელოვანი ძალოვანი ვარჯიშები 30 წლის შემდეგ
30 წლის ასაკის შემდეგ ვარჯიშისას, აუცილებლად უნდა ჩავრთოთ ძალოვანი ვარჯიშები კუნთოვანი მასის დაკარგვის გამო.

ეს ვარჯიშები საჭიროა მიუხედავად ფიზიკური აქტივობის სახეობისა. 30 წლის შემდეგ აუცილებელია ვარჯიშების პროგრამა, რომელიც მიმართული იქნება კუნთოვანი მასის ზრდაზე. ეს იმასთანაა დაკავშირებული, რომ ყოველ 10 წელიწადში კუნთუვანი მასის დანაკარგი შეადგენს 8-10%.

გარდა კუნთოვანი მასის დაკარგვისა, ასაკთან ერთად ქვეითდება ცილის ათვისების უნარიც.

კომენტარები (0)
გააკეთე კომენტარი
სახელი *
კომენტარი *
*კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას, სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.________ _____ 2 */ ado.slave('adoceanadvertlinegexcihqsorul', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });
/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.B2 */ ado.slave('adoceanadvertlinegezonfnieurf', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

კატეგორიის სხვა სტატიები

/* (c)AdOcean 2003-2021, Advertline.https:mkurnali.ge.mkurnali zones.b3_desktop */ ado.slave('adoceanadvertlinegerbhlkrglvj', {myMaster: 'gC_g7BxQlx9UWDeCK7yaEdkgIoxg2l6o6JUmNs2rvgn.i7' });

სამკურნალო წერილები

ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
ხველების დროს ჯანჯაფილი გიშველით
გთავაზობთ მკითხველის მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს, რომელიც ხველის დროს გამოგადგებათ.
სრულად

სამკურნალო წერილები

კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
კვლიავისა და კამის თესლის ნაყენი ყაბზობის წამალია
სრულად

სამკურნალო წერილები

პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
პროსტატიტის დროს კაკლის უღლების ნაყენი მოგგვრით შვებას
გთავაზობთ მკითხველების მიერ გამოგზავნილ სამკურნალო რეცეპტს.
სრულად

ყურძენი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურძენი

ყურძენი სხვა სასოფლო-სამეურნეო პროდუქტებს შორის ყველაზე უხვად აჯილდოებს მიწათმოქმედს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ იგი ადამიანის ჯანმრთელობისა და ძლიერების უდიდესი წყაროა. სხვადასხვა ჯიშისა და მოშენების ადგილის მიხედვით, ყურძნის მწიფე ნაყოფი შეიცავს ადვილად შესათვისებელ შაქრის სახეობებს, კერძოდ კი, გლუკოზას და ფრუქტოზას.

მათ გარდა, სხვადასხვა რაოდენობით მოცემულია საქაროზა, რაფინოზა, ქსილოზა და სხვა შაქრის მსგავსი ნივთიერებები. გლუკოზა - ეს არის იდეალური ენერგეტიკული ნივთიერება. ყურძნის მიღების შემდეგ ის სწრაფად ვრცელდება სისხლში და ნერვული უჯრედების კვების ძირითადი წყარო ხდება. ყურძენში ყველაზე მეტი შემცველობით მოცემულია ღვინის მჟავა, შემდეგ ვაშლის, ლიმონისა და ქარვის. ორგანული მჟავების ზეგავლენით ძლიერდება კუჭქვეშა ჯირკვლის მოქმედება, სუსტდება გულისცემა და მცირდება პულსის სიხშირე, სუნთქვა კი უფრო მშვიდი ხდება. ყურძნის წვენი შეიცავს ორგანიზმის ნორმალური ფუნქციობისათვის საჭირო პრაქტიკულად ყველა მინერალურ ნივთიერებას და მიკროელემენტებს. კათიონებს შორის ჭარბობს კალიუმი, კალციუმი, ნატრიუმი, მაგნიუმი, რკინა, მარგანეცი, ალუმინი; ანიონებიდან – ფოსფორი, გოგირდი, კაჟბადი, ქლორი. მიკროელემენტები, როგორც ბიოლოგიური კატალიზატორები, წარმოდგენილია მარგანეცის, მოლიბდენის, ბორის, ტიტანიუმის, ვანადიუმის, რადიუმის, თუთიისა და კობალტის სახით.

უძველეს დროში ექიმები ადამიანებს ჭამათა შორის ინტერვალებისას ყურძნის მიღებას ურჩევდნენ, მაგრამ ჭამიდან 2-3 საათის შემდეგ.

ყურძნის წვენი ხელს უშლის რაქიტის განვითარებას, ეხმარება კუჭ-ნაწლავის დაავადებების, ფილტვის ტუბერკულოზის, სურავანდის, გულის დაავადებების მკურნალობას.

ყურძენი სასარგებლოა სისხლნაკლებობის დროს, ის შეიცავს სამ ვიტამინს, რომლებიც ხელს უწყობს სისხლის წარმოქმნას: ფოლიუმის მჟავა (აძლიერებს მას), K ვიტამინი (მოქმედებს სისხლის შედედებაზე) და P ვიტამინი (ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, აბალანსებს სისხლის წნევას).

ყურძნის გამხმარი ფოთლებისგან ამზადებენ ფხვნილს და იღებენ 2-4 გ-ს დღეში, შინაგანი, განსაკუთრებით კი - საშვილოსნოს სისხლდენის დროს.

წითელი ან თეთრი ღვინის ზომიერი გამოყენება (50-60გ) ორგანიზმში ზრდის „კეთილი“ ქოლესტერინის დონეს (მაღალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რაც, თავის მხრივ, მკვეთრად აქვეითებს „ცუდი“ ქოლესტერინის დონეს (დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინებს), რომელიც ბლოკავს არტერიებს და იწვევს გულის შეტევას.

ყურძენი სასარგებლოა ნერვული დაავადებების, უძილობის დროს.

გაციებისა და სასუნთქი გზების დაავადებების დროს ამზადებენ ქიშმიშის ნახარშს და იღებენ ამოსახველებელ და ხველების საწინააღმდეგო საშუალებად: 100გ ქიშმიში 1 ჭიქა წყალში იხარშება, შემდეგ გადაიწურება და მიიღება 70-100 გ 3-4-ჯერ დღეში.

ყურძენი სასარგებლოა სასუნთქი გზების მწვავე ანთებითი პროცესების დროსაც, ბრონქული ასთმისა და პლევრიტებისას, ასევე ფილტვების ტუბერკულოზის სამკურნალოდ საწყის სტადიაზე.

მორფით, კოკაინით, დარიშხანით, სტრიქნინით, ნატრიუმის ნიტრატით მოწამვლის დროს გამოიყენება ყურძენი, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო მას ძლიერი ანტიტოქსიკური თვისებები აქვს.

ყურძენს აქვს ასევე ანტიბაქტერიული მოქმედება. ის კლავს ნაწლავის ჩხირს და ქოლერის ვიბრიონს.

ყურძნის ფოთლებიც ანტიბაქტერიული თვისებებით ხასიათდება და ხელს უწყობს დაჩირქებული ჭრილობებისა და წყლულების შეხორცებას; ფოთლების ნაყენით ჩამოიბანეთ ჭრილობა და წყლული; ჭრილობასა და ფურუნკულზე დაიდეთ ახალდანაყილი ფოთლები.

ყურძნის წვენი, წითელი ღვინო და ქიშმიშის ჩაი ეწინააღმდეგებიან პოლიოვირუსს, მარტივი ჰერპესის ვირუსს (მჰვ-1 და მჰვ-2) და რეოვირუსს.

რადგან ღვინოსა და ყურძნის წვენს ყველა არ სვამს, იმუნური სისტემის გასაძლიერებლად დააყენეთ ქიშმიშის ჩაი: 750 გ წყალს დაუმატეთ 250 გ ქიშმიში, 1 ჩაის კოვზი სიროფი, დაახურეთ თავზე და დატოვეთ 1 საათი; გადაწურეთ და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 200-250 გ ყოველდღე.

ყურძნით მკურნალობამდე ეწვიეთ ექიმს.

ყურძნით მკურნალობას ან მის გადაჭრაბებით მიღებას უკუჩვენებები ახასიათებს შაქრიანი დიაბეტისა და გაცხიმოვნების დროს. ის ფრიად მაღალკალორიულია, მასში შაქრების, კერძოდ კი, გლუკოზის დიდი შემცველობის გამო.

ყურძნის მიღება არ შეიძლება:

  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის გამწვავების დროს; რემისიის პერიოდში შეგიძლიათ მიირთვათ ნაზი, წვნიანი ჯიშის ყურძენი;
  • კოლიტისას, რომელსაც თან ახლავს დიარეა;
  • ქრონიკული ფარინგიტისა და ფილტვების ქრონიკული ანთების დროს;
  • გულის მწვავე უკმარისობის დროს, რომელსაც თან ახლავს შეშუპება და მომატებული წნევა;
  • ღვიძლის ქრონიკული უკმარისობისას კალიუმის ცვლის მოშლის დროს.

ყურძენი აჩქარებს კბილის ქსოვილის დაშლას კარიესის დროს, ამიტომ ყურძნით მკურნალობის დაწყებამდე კბილები სრულად უნდა განკურნოთ. კბილების დასაცავად ყურძნის ყოველი მიღების შემდეგ პირის ღრუში კარგად გამოივლეთ სასმელი წყალი.

ყურძენი - შესანიშნავი აღმდგენი და მატონიზებელი საშუალებაა. ყურძნის წვენი შეიცავს შაქარს, ბოჭკოვანას, ორგანულ მჟავებს, ასკორბინის მჟავას, B ვიტამინს, პექტინს, მინერალებს, ფერმენტებს. დადგენილია, რომ ყურძენი ასტიმულირებს ძვლებს. ყურძენი - კალიუმის კარგი წყაროა.

ერთი ჭიქა ყურძნის წვენის ყოველდღიური მიღება ორგანიზმს შეავსებს B ვიტამინით, რომელიც მას დაეხმარება სტრესისა და დეპრესიის დაძლევაში. ყურძნის წვენი აძლიერებს ფრჩხილებს, თმას. ყურძენი შეიცავს საკმაოდ დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის იცავს ორგანიზმს ბაქტერიებისაგან. ყურძნის წვენის საშუალებით კანს ელასტიკურობა ენიჭება. ყურძენი შეიცავს E ვიტამინს, რომელიც ასტიმულირებს ორგანიზმის უჯრედებს!

ყურძენი და ყურძნის წვენი რეკომენდებულია ნაწლავების პერისტალტიკის, ტრაქეიტის, ბრონქიტის, გულსისხლძარღვთა დაავადებების დროს.

წითელი ყურძენი შეიცავს ანტიოქსიდანტებს, ფლავონოიდებს, ტანინებს, კატექინებს. ის აუმჯობესებს გულისცემას, არტერიულ წნევას, აუმჯობესებს სისხლს და ზრდის ჰემოგლობინის დონეს, აჯანსაღებს ღვიძლს, ხელს უწყობს დაგროვილი ტოქსინების გამოდევნას სხეულიდან.

100 გ ყურძენი შეიცავს:1. წყალს - 80.2 გ;2. ცილას - 0.6 გ;3. ცხიმს - 0.2 გ;4. ნახშირწყლებს - 16.8 გ;5. მონო- და დისაქარიდებს - 15გ;6. ბოჭკოვანას - 0.6 გ;7. პექტინს - 0.6 გ;8. ორგანულ მჟავებს - 0.84 გ;9. კალიუმს - 255 მგ;10. კალციუმს - 30 მგ;11. მაგნიუმს - 17 მგ;12. ნატრიუმს - 26 მგ;13. ფოსფორს - 22 მგ;14. რკინას - 600 მგ;15. კობალტს - 2 მგ;16. მანგანუმს - 90 მგ;17. სპილენძს - 80 მგ;18. მოლიბდენს - 3 მგ;19. ფთორს - 12 მგ;20. თუთიას - 91 მგ;21. A ვიტამინს - კაროტინს;22. ჩ ვიტამინს (ასკორბინის მჟავა) - 6 მგ;23. B1 ვიტამინს (თიამინი) - 0.05 მგ;24. B2 ვიტამინს (რიბოფლავინი) - 0.02 მგ;25. B9 ვიტამინს (ფოლიუმის მჟავა) - 4 მგ;26. PP ვიტამინს (ნიაცინი) - 0.3 მგ;27. კალორია - 65 კალორია.