როგორ ვმართოთ "ვერაგი" ქოლესტერინი - მოაშორეთ ფრინველის ხორცს კანი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვმართოთ "ვერაგი" ქოლესტერინი - მოაშორეთ ფრინველის ხორცს კანი

  • თევზი, რომელიც შეიცავს სისხლში ქოლესტერინის შემცველობის შემამცირებელი, არტერიული წნევის დამწევი და თრომბების გაჩენისადმი მიდრეკილების შემაფერხებელი თვისებების ცხიმოვან მჟავებს. მიირთვით კვირაში 2-3 ულუფა (თითო ულუფა 200-400 გრამია) სარდინი, შპროტი, სკუმბრია, ქაშაყი და ორაგული. თინუსი, ვირთევზა და კამბალა კი შეგიძლიათ განუსაზღვრელი რაოდენობით ჭამოთ.
  • ინდაურის, ქათმის (გახსოვდეთ, ბატისა და იხვის ხორცი დიდი რაოდენობით ქოლესტერინს შეიცავს!), ხბოსა და ახალგაზრდა ცხვრის მჭლე ხორცი. თევზიც და ხორციც უნდა იყოს მოხარშული ან ორთქლზე მომზადებული. ფრინველის ხორცს უნდა მოშორდეს კანი, რადგან მაქსიმალური რაოდენობით იქ არის დაგროვილი ქოლესტერინი და ცხიმი.
  • მცენარეული პროდუქტები. ითვლება, რომ ჯანმრთელი ადამიანის ყოველდღიურ რაციონში რეგულარულად, მთელი წლის განმავლობაში უნდა შედიოდეს 400 გ ბოსტნეული (კარტოფილის გარდა) და ხილი. აქედან მესამედი მაინც უნდა იყოს უმი. მაგალითად, სასარგებლოა კომბოსტო, სტაფილო, ჭარხალი. არ დაგავიწყდეთ თალგამი, რომელსაც ქოლესტერინის დონის დამწევი მოქმედება აქვს. ეფექტურია ბადრიჯანი და ნებისმიერი სხვა ბაღჩეული კულტურა: კიტრი, ყაბაყი, გოგრა. მცენარეული ზეთი (ზეითუნისა, მზესუმზირასი, სიმინდისა და სხვა) უქოლესტერინოა, მაგრამ გასათვალისწინებელია მისი მაღალი კალორიულობა.
  • ჩვეულებრივი, არა სწრაფხსნადი ბურღულის ფაფები. არ გირჩევთ პაკეტებში, ქილებსა თუ ჭიქებში დაფასოებული პროდუქტის მოხმარებას, რადგან მათში ბევრია დანამატი და კონსერვანტი, განსაკუთრებით - ნატრიუმის გლუტამატი, რომელიც იწვევს გულისცემის გახშირებას და ოფლიანობას. უკეთესი იქნება, თუ ფაფას წყალზე მოამზადებთ.
  • ბოსტნეულის წვნიანი.
  • ნიგოზი და ნუშის გული.
  • ჩირი - გაითვალისწინეთ, რომ ისიც საკმაოდ კალორიულია.
  • მცენარეული ბოჭკო. იგი უხვადაა ცეხვილი ხორბლის პურში, ჭვავის პურში, ხილსა და ბოსტნეულში.

შეზღუდეთ, მაგრამ არ გამორიცხოთ:

  • კვერცხი. ჰიპოქოლესტერინული დიეტით კვირაში მხოლოდ სამი კვერცხის მიღებაა რეკომენდებული. საკვები რაციონიდან კვერცხის სრულიად გამორიცხვას არ გირჩევთ, რადგან ის შეიცავს ანტიქოლესტერინულ ნივთიერებებსაც (ლეციტინს და სხვა).
  • ნაღების კარაქი. დაახლოებით ორი ჩაის კოვზი (ორი ნაჭერი კარაქიანი პური) კარაქის მიღება ნებადართულია.
  • რძის ნაწარმი უცხიმო ან გაუცხიმოებული უნდა იყოს - ცხიმიან სახეობებში შემავალი ქოლესტერინი ძალიან სწრაფად შეიწოვება, პრაქტიკულად, მიღებისთანავე ხვდება სისხლში.
  • ყველი. უპირატესობა მიანიჭეთ 30%-ზე დაბალი ცხიმოვნობის სახეობებს - სულუგუნს, ბრინზას, ბალტიისპირულ ყველს.

გამორიცხეთ:

  • მაიონეზი. სალათები შეანელეთ კეფირით, მაწვნით ან ნაკლებცხიმიანი არაჟნით.
  • უმაღლესი ხარისხის ფქვილისგან დამზადებული პური, ფუნთუშები, კრევეტები, ტორტი, ბისკვიტი, კანფეტი, ნაღების ნაყინი, ღორის ქონი, შაშხი, ლორი.