რა შეიძლება იყოს სუსტი მეტაბოლიზმის მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა შეიძლება იყოს სუსტი მეტაბოლიზმის მიზეზი

გენეტიკა

მეტაბოლიზმი ეს არის პროცესი, რომლის დროსაც ჩვენი ორგანიზმი საკვებს ენერგიად გარდაქმნის. თუ თქვენ ძალიან ნელა წვავთ კალორიებს, ამის მიზეზი შესაძლოა, თქვენს გენეტიკაში იმალებოდეს.

რა უნდა მოვიმოქმედოთ ასეთ დროს?

რადგან გენებს ვერ შეცვლით, ყურადღება თქვენს ჩვევებზე უნდა გაამახვილოთ. მეტაბოლიზმის გასაუმჯობესებლად საუკეთესო გზა ვარჯიშია. რაც უფრო მეტად იქნებით ფიზიკურად აქტიური, უფრო მეტი შანსია, რომ მეტაბოლიზმი დააჩქაროთ. გახსოვდეთ, ჰიპოდინამია ჯანმრთელობისთვის საშიში და სახიფათოა.

ჰორმონები

ჰორმონალური ცვლილებები ნივთიერებათა ცვლაზეც ახდენს ზეგავლენას. ისეთი ენდოკრინოლოგიური დაავადებები, როგორებიცაა: დიაბეტი და ფარისებრი ჯირკვლის არასწორი ფუნქციონირება, მეტაბოლიზმზე ნეგატიურად ზემოქმედებს.

ჰორმონალურ ცვლილებებს იწვევს სტრესიც, ამიტომ მენტალური ჯანმრთელობა უმნიშვნელოვანესია, რათა კარგი მეტაბოლიზმი შევინარჩუნოთ.

აუცილებლად იზრუნეთ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე და მართეთ სტრესი. რაც შეეხება ჰორომალური დისბალანსით გამოწვეულ დაავადებებს, აუცილებელია ექიმის დანიშნულებისამებრ მიიღოთ მედიკამენტები.

ქრონიკული სტრესი

სტრესი რომ მეტაბოლიზმს ასუსტებს, უკვე ვთქვით, ახლა უფრო დეტალურად. როდესაც, მუდმივად სტრესულ სიტუაციაში ვიმყოფებით, ორგანიზმი ჰორმონ-კორტიზოლს გამოიმუშავებს. კორტიზოლი ინსულინს აფერხებს, რაც თავის მხრივ, ნივთიერებათა ცვლას ასუსტებს და წონის პრობლემებს იწვევს.

ძილის ნაკლებობა

თუ ღამით უშფოთველად გძინავთ, მეტაბოლური პროცესებიც მშვიდად მიმდინარეობს. უძილობა და უხარისხო ძილი ნივთიერებათა ცვლას ასუსტებს. მოზრდილ ადამიანს 7-9 საათი მაინც უნდა ეძინოს, ამიტომ თუ ძილის პრობლემები გაწუხებთ, გირჩევთ ეს პრობლემა დროულად მოაგვაროთ.

მკაცრი დიეტები

მკაცრი დიეტა და მინიმალური საკვების მიღება მეტაბოლიზმზე ცუდად აისახება. როდესაც საკვებს სათანადოთ არ მიირთმევთ და აქტიურად ვარჯიშობთ, ორგანიზმი სტრესშია და კალორიებს აღარ წვავს.

შესუსტებული მეტაბოლიზმი კი წონის კლებაში გვიშლის ხელს, ამიტომ აუცილებელია დაბალანსებული კვება და სწორი გეგმის შემუშავება, რათა სასურველ ფორმაში ჩავდგეთ.

მარილი

ზღვის მარილი, რომელიც ახლა ძალიან „მოდაშია“, ნაკლებ იოდს შეიცავს. როგორც ვიცით, იოდი ფარისებრი ჯირკვლისთვის აუცილებელი ელემენტია მეტაბოლიზმის სამართავად. გამოიყენეთ იოდიზირებული მარილი, მიირთვით ზღვის პროდუქტები და ის საკვები, რომელიც იოდს უხვად შეიცავს.

წყალი

საკმარისი რაოდენობის წყალს არ მიირთმევთ? მაშინ არ იწუწუნოთ, რომ კარგი მეტაბოლიზმი არ გაქვთ.

წყალი ორგანიზმის დატენიანებაში, კალორიების წვასა და წონის კლებაში გვეხმარება. თუ ბევრი წყლის დალევას ვერ ახერხებთ, მაშინ მიირთვით ისეთი პროდუქტები, რომლებიც წყლით მდიდარია, მაგალითად, კიტრი.

კალციუმის დეფიციტი

კალციუმი მხოლოდ ძვლებისთვის არ არის საჭირო, ის მეტაბოლიზმისთვისაც მნიშვნელოვანი ელემენტია. ბევრი ადამიანი განიცდის კალციუმის დეფიციტს, ამიტომ აუცილებელია რძის პროდუქტები მივირთვათ. კალციუმით მდიდარია ორაგული, ფორთოხლის წვენი, ნუშის რძე და სხვ.

ნახშირწყლებზე უარის თქმა

კვების რაციონიდან ნახშირწყლების სრულად ამოღება დაუშვებელია. არ დაგავიწყდეთ, რომ ნახშირწყლები ორგანიზმს ინსულინის გამოსამუშავებლად ესაჭიროება. აღნიშნული ჰორმონის შემცირება კალორიების წვას და მეტაბოლიზმს ანელებს. ეცადეთ, ნახშირწყლები ისეთი ჯანსაღი პროდუქტიდან მიიღოთ, როგორიცაა ხილი.

ცხიმიანი საკვები

ბურგერები, „ფასტ-ფუდი“ და ზოგადად ცხიმიანი საკვები ინსულინრეზისტენტობას იწვევს, რაც სიმსუქნის და დიაბეტის განვითარებას უწყობს ხელს. არაჯანსაღი ცხიმებით გაჯერებული პროდუქტები ნივთიერებათა ცვლის დარღვევას იწვევს.

წამლები

ანტიდეპრესანტების გვერდითი მოვლენა ხშირად მეტაბოლიზმის შესუსტებაა. ფსიქიკური ჯანმრთელობის სამკურნალო პრეპარატები, რომლებიც გულისცემას ანელებენ, ხშირად მეტაბოლიზმსაც ასუსტებენ.