როგორ დავიკლოთ ოთხ თვეში 12 კილოგრამი - თამთა ასათიანის რჩევები
თამთა ასათიანი გამოცდილებას გვიზიარებს წონის კორექციასთან დაკავშირებით:
- ძალიან მოვიმატე და რაღაც პერიოდის განმავლობაში, თითქოს შევეგუე კიდეც ამ მოცემულობას. არაფერი აღარ მეტეოდა, რაც მიყვარდა.
გარდერობი მთლიანად შესაცვლელი აღმოჩნდა, არც სარკეში ჩახედვა მომწონდა და არც ეკრანზე გამოჩენა.
ერთ დღეს საკუთარ თავს ვუთხარი, რომ ძველ ფორმას უნდა დავბრუნებოდი. ჯანსაღი კვება დავიწყე, გაღვიძებისთანავე, მინიმუმ, ნახევარ ლიტრ წყალს ვსვამ. წყლის დალევიდან, ნახევარ საათში პირველი კვება მაქვს და ვცდილობ, დღის განმავლობაში მოხარშული საკვები, ბოსტნეული, ცილა მივიღო. რაციონიდან ამოღებული მაქვს ცომი, ტკბილი და ასევე, შემწვარი საკვები. დღის განმავლობაში 2 ლიტრამდე წყალს ვსვამ და შეუზღუდავი რაოდენობით ხილისა და ბოსტნეულის მირთმევა შემიძლია.
საათობრივად შეზღუდვა არ მაქვს, რადგან ხშირად, გვიანაც მიწევს ჭამა. 15 იანვრიდან აპრილის ბოლომდე თითქმის 12 კილოგრამი დავიკელი. წონას ვინარჩუნებ, თუმცა ახლა კვირაში ერთხელ ან ორჯერ თავს უფლებას ვაძლევ თუნდაც ცომეული ან ტკბილეული მივირთვა. თუ ვატყობ, რომ ჩემი წონა კვლავ იმატებს, განტვირთვის დღეებს ვაკეთებ ცილით ან რძის ნაწარმით.