წითელი ხიზილალა გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლო პროდუქტია
გარდა ამისა, ხიზილალა შეიცავს მიკროელემენტებს: კალიუმს, ფოსფორს, ქლორს, მარგანეცს, კალციუმს, იოდს, სპილენძსა და რკინას. წითელი ხიზილალა ასევე პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავების (ომეგა-3 და ომეგა-6), ფოლის მჟავას, ლეციტინისა და ცილის წყაროა.
ხიზილალა ხელს უშლის ათეროსკლეროზის განვითარებას და მნიშვნელოვნად აძლიერებს იმუნიტეტს. კალციუმი სასარგებლოა ძვლების, თმისა და ფრჩხილებისათვის. პროდუქტი დადებით გავლენას ახდენს არტერიული წნევის ნორმალური მაჩვენებლის შენარჩუნებაზე.
ხიზილალა ეფექტურია რაქიტის პროფილაქტიკისათვის, მამაკაცის ჯანმრთელობის შენარჩუნებისათვის (ზრდის პოტენციას). ხიზილალაში შემავალი ლეციტინი სასარგებლოა ნერვული სისტემისა და ტვინის ფუნქციონირებისათვის.
ამასთან, ხიზილალას ჭარბი რაოდენობით მიღება არ შეიძლება, რადგანაც ის შეიცავს დიდი რაოდენობით მარილს. დღიური დოზა შეადგენს არა უმეტეს 1 ჩაის კოვზისა. მნიშვნელოვანია ასევე პროდუქტის ხარისხიც. უნდა შევიძინოთ ხარისხიანი მწარმოებელის პროდუქცია.