საახალწლო სუფრა- მაიონეზიანი სალათები და კრემიანი ნამცხვრები შესანიშნავი საკვები ნიადაგია ბაქტერიებისთვის - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საახალწლო სუფრა- მაიონეზიანი სალათები და კრემიანი ნამცხვრები შესანიშნავი საკვები ნიადაგია ბაქტერიებისთვის

კარგად მოგეხსენებათ, რა ხანგრძლივია ქართული სუფრა. თბილ ოთახში სულ ცოტა 5-6 საათით გაშლილი მაგიდა, რომელზეც სხვადასხვაგვარი კერძი მთელი საღამო რჩება... მეორე დღეს კი სუფრა იმავე პროდუქტებით იშლება. მაიონეზიანი სალათა და კრემიანი ნამცხვრები შესანიშნავი საკვები ნიადაგია ბაქტერიებისთვის. საკვებისმიერი ინფექციების გამომწვევი მიკრობები - სტაფილოკოკები და სტრეპტოკოკები - მათში მრავლდებიან და ტოქსინებს გამოყოფენ. ასეთი საკვების მიღებიდან რამდენიმე საათის შემდეგ შესაძლოა მძიმე ინტოქსიკაციის სურათი განვითარდეს: დაიწყოს გულისრევა, ღებინება, წნევის დაქვეითება, ძლიერი ფაღარათი.

ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმთან ვიზიტი. როცა ინტოქსიკაცია მსუბუქია, შეიძლება დიეტურ კვებსა და სითხის მიღებას დავჯერდეთ. სითხე ხელს უწყობს ორგანიზმიდან ტოქსინების გამოყოფას, სითხის დანაკარგის შევსებას. განმეორებითი ფაღარათის შემთხვევაში აუცილებელია აფთიაქში ელექტროლიტების შემავსებელი ფხვნილის შეძენა. ამრიგად, აშკარაა, რომ მრავალფეროვანი და ნოყიერი საკვებით სავსე სუფრა, რომელიც ახალი წლის განუყოფელი ნაწილია, სინამდვილეში ჯანმრთელობისთვის მძიმე გამოცდაა.

სამწუხაროდ, ასეთ სუფრასთან გატარებული საღამოს შემდეგ აღმოცენებულ სიმპტომებს - გულძმარვას, გულისრევას, ფაღარათს - მრავალი ჩვენგანი არა სხვების მონათხრობიდან, არამედ პირადი მწარე გამოცდილებიდან იცნობს. დელიკატესები, ნაირ-ნაირი სალათა, საცივი, სასმელები, ტკბილეული საბოლოო ჯამში დამანგრეველი ძალის ნარევს ქმნიან, რომლის მონელება კუჭ-ნაწლავს ძალიან უჭირს. საბედნიეროდ, მდგომარეობა გამოუვალი როდია. ელემენტარული წესების დაცვით შეიძლება თავიდან ავიცილოთ საახალწლო სუფრასთან დაკავშირებული სტრესი.

  • 31 დეკემბერს მთელი დღე ნუ იშიმშილებთ, რათა საღამოს სუფრას `ცარიელი კუჭით~ მიუსხდეთ - თუ მთელი დღის ნაშიმშილევი საღამოს ნოყივრად ივახშმებთ და ალკოჰოლსაც დააყოლებთ, დიდია რისკი, დღესასწაული მალე დასრულდეს და ქოლეცისიტიტის ან პანკრეატიტის შეტევით საავადმყოფოში აღმოჩნდეთ.
  • ნუ იჩქარებთ ყველა კერძის ერთდროულად გასინჯვას. ეცადეთ, ნელა მიირთვათ, ერთი კერძიდან მეორემდე კი მცირე ინტერვალი მაინც დაიცვათ. ეს მონელებას გაგიადვილებთ.
  • ეცადეთ, მხოლოდ ახალი პროდუქტები შეიძინოთ, ისიც მხოლოდ იმ მაღაზიებში, რომლებსაც ენდობით.
  • თუ უცხო კერძი შემოგთავაზეს, ეცადეთ ტაქტიანად გაარკვიოთ მისი შემადგენლობა და მომზადების წესი.
  • გაზიან სასმელებს ნატურალური წვენები ამჯობინეთ.
  • აცადეთ, მინერალურ წყალს გაზი გაუვიდეს და მერე დალიეთ. და საერთოდ, გაზიან სასმელებს ნუ მიეძალებით.რასაკვირველია, უხერხულია სტუმრად ყოფნისას კერძების ამორჩევა, მაგრამ მენიუსადმი კრიტიკული მიდგომა აუცილებელია.
  • მაიონეზიან სალათებს მაიონეზის გარეშე მომზადებული ამჯობინეთ.
  • შეგიძლიათ, მიირთვათ თევზი.
  • სუფრასთან დაჯდომამდე მიიღეთ ფერმენტული პრეპარატი, რომელიც საკვების მონელებას შეუწყობენ ხელს. მით უმეტეს, თუ კუჭ-ნაწლავი ისედაც გაწუხებთ. ამ შემთხვევაში ერიდეთ საკვებს, რომელიც დარტმას მიაყენებს თქვენს სუსტ წერტილს.
  • ყოველთვის, როცა კიდევ ერთხელ გაიწვდით ხელს სალათის, ტორტისა თუ ჭიქის ასაღებად, გაიხსენეთ მოსალოდნელი დისკომფორტი.არ დაივიწყოთ, რომ სუფრიდან ადგომისთანავე წამოწოლა არ არის რეკომენდებული, სავსე კუჭით დაწოლისას საგრძნობლად იზრდება რეფლუქსის განვითარების ალბათობა.
  • თუ გულძმარვა ხშირად გაწუხებთ, ურიგო არ იქნება, ძილის წინ სიმჟავის საწინააღმდეგო პრეპარატი მიიღოთ.
  • საახალწლო სუფრასთან დროსტარების დროს ეცადეთ იშვიათად გახვიდეთ მოსაწევად. რასაკვირველია, აჯობებს, საერთოდ არ მოსწიოთ, მაგრამ, სამწუხაროდ, სუფრასთან არამწეველებიც კი ეტანებიან თამბაქოს.თუ რაიმე დაავადების გამო მუდმივად იღებთ მედიკამენტებს, ალკოჰოლს ერიდეთ.
  • გაითვალსიწინეთ, რომ მრავალი ქრონიკული დაავადების მკურნალობის შეწყვეტა გართულებებს იწვევს.
  • ძილის წინ აუცილებლად გაანიავეთ ოთახი, სადაც უნდა დაიძინოთ.
  • დღესასწაულის მომდევნო დილით `ფორმაში სწრაფად ჩასადგომად~ ნუ დალევთ დიდი რაოდენობით მუქ ჩაისა და ყავას, განსაკუთრებით - თუ მაღალი წნევა და არითმია გაქვთ.