მიკროელემენტ სელენის მთავარი მტრები ცომეული და ტკბილეულია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მიკროელემენტ სელენის მთავარი მტრები ცომეული და ტკბილეულია

- რითია სასარგებლო სელენი?

- ეს მიკროელემენტი ძლიერი ანტიოქსიდანტია, ხელს უშლის უჯრედებისა და ქსოვილების ჟანგვას და ამით მათ სერიოზული დაავადებებისგან იცავს. გარდა ამისა:

  • ეხმარება ორგანიზმს ისეთი არახელსაყრელი პირობების ატანაში, როგორებიცაა ამინდის მკვეთრი ცვალებადობა, ემოციური და ფიზიკური გადატვირთვა. ბუნებრივი ანტიოქსიდანტური დაცვა ბავშვებს სუსტი აქვთ. მათთვის მნიშვნელოვანია, საკვები რაციონი შეიცავდეს ყველა აუცილებელ ინგრედიენტს, რომლებსაც ანტიოქსიდანტური თვისებები ახასიათებს;
  • სიჯანსაღეს უნარჩუნებს კანს, ხელს უშლის თავზე გნეისის (ქერქების) წარმოქმნას;
  • ხელს უწყობს თირკმელებისა და კუჭქვეშა ჯირკვლის ნორმალურ ფუნქციობას; სხვა ვიტამინებსა და მიკროელემენტებთან კომბინაციაში უზრუნველყოფს ორგანიზმის ხანგრძლივ დაცვას;
  • აქვეითებს შაქრიანი დიაბეტის ჩამოყალიბების, გულ-სისხლძარღვთა და საჭმლის მომნელებელი სისტემების ფუნქციის დარღვევის რისკს;
  • გავლენას ახდენს ვირუსებისა და ბაქტერიების საწინააღმდეგო თავდაცვითი ფუქციების ჩამოყალიბებაზე; უნარი შესწევს, გაანეიტრალოს ზოგიერთი კანცეროგენი.

სელენის ანტიოქსიდანტური თვისებები ძლიერდება, თუ მასთან ერთად E ვიტამინსაც მივიღებთ, იოდთან ერთად სელენი ხელს უწყობენ ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონის აქტიური ფორმის გამომუშავებას. ამის კვალობაზე, სელენის დეფიციტითა და იოდის დეფიციტით გამოწვეული დარღვევები ურთიერთკავშირშია, ხოლო თუ ბავშვის რაციონში საკმარისადაა ერთიც და მეორეც, მისი ჯანმრთელობა ორმაგად დაცულია. სელენი რკინის ცვლაშიც მონაწილეობს, ამდენად, მისი დეფიციტი სისხლწარმოქმნის პროცესზეც აისახება და ანემიის განვითარების ხელშემწყობ ერთ-ერთ ფაქტორად არის მიჩნეული.

რისი ბრალია სელენის დეფიციტის ჩამოყალიბება?

- სელენის მთავარი მტრები ცომეული და ტკბილეულია, საიდანაც მიკროელემენტის ათვისება პრაქტიკულად არ ხდება. ბავშვებს სამ წლამდე ნუ მიაჩვევთ ტკბილეულს, თორემ სელენთან ერთად B ჯგუფის ვიტამინების დეფიციტსაც მივიღებთ. თუ დედა ხშირად კვებავს შვილს კონსერვებით, თუნდაც ქარხნული წარმოების წვენებით, ამით დიდ ზიანს აყენებს მას.

სელენის უმნიშვნელო ნაკლებობაც კი ბავშვის ჯანმრთეელობაზე უარყოფითად აისახება. დეფიციტი თავდაპირველად შეუმჩნევლად, უსიმპტომოდ მიმდინარეობს, მაგრამ თუ არასწორი კვება გაგრძელდა, მალე იჩენს თავს.