ფესურა ნაყოფები, რომლებიც სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფესურა ნაყოფები, რომლებიც სავსეა ვიტამინებითა და მინერალებით

მათგან უამრავი გემრიელი და სასარგებლო კერძის მომზადება შეიძლება, მათ შორის - წვნიანებისაც, რომლებსაც კვებასთან ერთად ორგანიზმის გამწმენდი ფუნქციაც აკისრია.სტაფილოსტაფილო მდიდარია კაროტინით, რომელიც აუმჯობესებს მხედველობას და აფერხებს ორგანიზმის დაბერებას. სტაფილოს ბევრ კერძს ამატებენ - ბოსტნეულის წვნიანებს, სალათებს, თევზეულს, გემოვნებისამებრ - ხორცსაც. უმი სტაფილო ამაღლებს იმუნიტეტს, აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. ღვიძლისა და კუჭის დაავადებების დროს უმი სტაფილოს მიღება რეკომენდებული არ არის.ჭარხალი

ჭარხალი

შეიცავს უნიკალურ ბიოაქტიურ ნივთიერებებს - ბეტაინს და ბეტანინს, რომლებიც ხელს უწყობს ცილების დაშლასა და ათვისებას. მაღალფასეული ვიტამინი U აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას. სასარგებლოა გაცხიმოვნებისა და ჰიპერტონიის დროს. მოხარშული ჭარხალი შველის ყაბზობას. ჭარხლის წვენს ახასიათებს სისხლმბადი და ორგანიზმის გამწმენდი მოქმედება. ჭარხალი არაჩვეულებრივი ანტიოქსიდანტია. ის ეფექტურია სიმსივნის პროფილაქტიკისთვის და ძალზე სასარგებლოა თავად სიმსივნური დაავადებების დროსაც.

პასტერნაკი

ეს ძირხვენა ტკბილ და სასიამოვნო გემოსთან ერთად კერძს ნაღებისებრ-მოთეთრო ფერსაც აძლევს. შეიძლება მომზადდეს სტაფილოსა და ხახვთან ერთად, თუმცა უნიკალური არომატისა და შემადგენლობის შესანარჩუნებლად უმჯობესია სხვა ბოსტნეული არ შევურიოთ.

პირშუშხა

ახალგახეხილი პირშუშხა და მისი სოუსი სხვადასხვა დანამატით ხორციანი კერძების შესანიშნავი საკაზმია. განსაკუთრებით უხდება საქონლისა და ღორის ცივად მოხარშულ ხორცს. სიცხარის გამო პირშუშხას ჭარბი გამოყენება რეკომენდებული არ არის - შესაძლოა, ანთებითი პროცესები გამოიწვიოს თირკმელებსა და კუჭ-ნაწლავის ტრაქტში.

წაიკითხეთ სრულად