იმუნიტეტის გამაძლიერებელი რეცეპტი ნატა გაგუასგან
საკუთარ ფეისბუქ გვერდზე ექიმი - ნუტრიციოლოგი ნატა გაგუა გვიზიარებს იმუნიტეტის გამაძლიერებელ რეცეპტს.
ეს ნაზავი ორგანიზმს საჭირო ვიტამინებით, მიკროელემენტებით ამარაგებს და იმუნიტეტს აძლიერებს.
ინგრედიენტები:
- ნატურალური თაფლი - 300გრ;
- ნიგოზი- 100გრ;
- ნუში- 100 გრ;
- კედრის კაკალი- 100გრ;
- შავი ქლიავის ჩირი, უკურკო- 300 გრ;
- გარგრის ჩირი, უკურკო- 300გრ;
- ქიშმიში(თეთრი და შავი)- 300გრ;
- ლიმონი კანიანად- 1 ცალი;
- ლიმონის წვენი- 1 ცალი.
ყველა ინგრედიენტი თაფლის გარდა, ხორცსაკეპში უნდა გაატაროთ ან დანით დაკეპოთ, შემდეგ თაფლი დაამატოთ და კარგად აურიოთ.
მიიღებთ წებოვან, სქელ, გემრიელ მასას, რომელიც ყოველ დღე 1-2 ჩაის კოვზი უნდა მიირთვათ. შეინახეთ მაცივარში, მუქი ფერის შუშის ქილაში.
კურსი გრძელდება მაქსიმუმ 2 თვე. თუ რომელიმე ინგრედიენტზე ალერგიული ბრძანდებით, აღნიშნული რეცეპტი თქვენთვის რეკომენდირებული არ არის.