ღამის ცვლაში მომუშავეებს, ექიმები ღამით ჭამას არ ურჩევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ღამის ცვლაში მომუშავეებს, ექიმები ღამით ჭამას არ ურჩევენ

როგორც მეცნიერები ვარაუდობენ, ეს დაკავშირებულია ორგანიზმის შინაგანი ბიოლოგიური რითმების დარღვევასთან. ორგანიზმის ბიოლოგიური რითმებით ღამით საჭიროა ძილი და დღე სიფხიზლე. ამასთან ღამით მომუშავე ადამიანები არა მარტო ვერ იძინებენ დღეღამის ბნელ დროს, არამედ, როგორც წესი, ღამით ჭამენ საჭმელს. როგორც კვლევა აჩვენებს, ღამით საკვების მიღება იწვევს ცვლითი პროცესების დარღვევას და სისხლში გლუკოზის დონის მატებას, რაც შაქრიანი დიაბეტის განვითარების მაღალ რისკს წარმოადგენს. კვლევის ავტორები ვარაუდობენ, რომ ღამით ტრაპეზზე უარის თქმით, შეიძლება ამგვარი ნეგატიური შედეგების თავიდან აცილება.

ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად, 19 ჯანმრთელი მამაკაცისა და ქალის მონაწილეობით მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი. მოხალისეები შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად. ყველა მონაწილეს ორი კვირის განმავლობაში არ ეძინა ღამით. მათთვის მოხდა ღამის ცვლის მუშაობის პირობების იმიტირება. ამასთან ერთი ჯგუფი ჭამდა ღამით, ხოლო მეორე მხოლოდ დღის განმავლობაში.

აღმოჩნდა, რომ ღამით საკვებზე უარის თქმა ნამდვილად იცავს დიაბეტისაგან. იმ მონაწილეებში, რომლებიც ღამე იკვებებოდნენ, სისხლში გლუკოზის დონე გაიზარდა საშუალოდ 6,4%-ით, ხოლო მათთან, ვინც მხოლოდ დღე იღებდა საკვებს, სისხლში გლუკოზის დონე არ შეცვლილა.

მეცნიერები ურჩევენ მათ, ვისაც ღამის ცვლაში უწევთ მუშაობა, ღამით მოერიდონ საჭმლის მიღებას.