რა არის წიდა და რამდენად რეალურია შიმშილობის დახმარებით ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებისანდომერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რა არის წიდა და რამდენად რეალურია შიმშილობის დახმარებით ნივთიერებათა ცვლის ნორმალიზება

მადიცინაში მას ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტებს უწოდებენ. მათ მიეკუთვნება ნახშირმჟავას გაზი, რომელიც ნახშირბადისა და ცხიმის დაშლის შედეგად წარმოიშობა, შარდოვანა, რომელიც წარმოიშობა ცილების დაშლის შედეგად, შარდმჟავა, რომელიც პურინული საფუძვლის მქონე ნუკლეინის მჟავების დაშლის შედეგია და ზოგი სხვა ნივთიერება, რომლებიც ვიტამინების, ჰორმონების და სხვა ნაერთების დაშლის შედეგს წარმოადგენს. მათი გამოყენება ორგანიზმს არ შეუძლია, ამიტომ მათ ამონასუნთქ ჰაერთან, შარდთან, განავალსა და ოფლთან ერთად გამოყოფს.

ხაზგასმით უნდა ითქვას, რომ ხანგრძლივი შიმშილობის დროს ნივთიერებათა ცვლა კი არ ნორმალიზდება, როგორც ამას შიმშილობის მომხრეები ამტკიცებენ, არამედ ირღვევა. შიმშილობის დაწყებიდან რამდენიმე დღეში ძლიერდება ცილების დაშლის პროცესი და ვინაიდან მისი მარაგი ჩვენს ორგანიზმს არ გააჩნია, ირღვევა ფერმენტების (განსაკუთრებით - საჭმლის მომნელებელი ფერმენტების) ფუნქციაც. ორგანიზმში გროვდება ჰისტამინი (მას, ჩვეულებრივ, სპეციალური ფერმენტები შლის) - ნივთიერება, რომელიც დიდ როლს ასრულებს ალერგიული რეაქციების განვითარებაში.

სწორედ ის იწვევს ბრონქების სპაზმს, ქსოვილების შეშუპებას, შემაწუხებელ ქავილს. უნდა ითქვას ისიც, რომ ხანგრძლივი შიმშილობის შედეგად სისხლი მდიდრდება ცხიმით. ეს ვნებს ღვიძლს, რომელიც ისედაც შეწუხებულია იმით, რომ შიმშილობის გამო დიდი ოდენობით იხარჯება გლიკოგენი.

სპეციალისტები იმასაც აღნიშნავენ, რომ შიმშილობის დროს ინტენსიურად იშლება ერითროციტები და იცვლება სისხლის პლაზმა. გარდა ამისა, შიმშილობის დროს შესაძლოა მკვეთრად დაეცეს წნევა, განვითარდეს არითმია, ფსიქიკის მოშლა, ჰიპოვიტამინოზი პოლინევრიტის მოვლენებით, სისხლნაკლებობა, დაზიანდეს კანი და თმა. გამორიცხული არ არის, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ორგანოებში (ღვიძლში, თირკმელებში, ნაწლავებში) აღმოცენდეს შეუქცევადი ცვლილებები. დაბოლოს, შიმშილობის შემდეგ კვებას ცხიმის ინტენსიური ჩალაგება მოსდევს.

შიმშილობის მომხრეთა აზრით, მათ მეთოდს გამაახალგაზრდავებელი ეფექტი აქვს, მაგრამ გამოკვლევებმა ეს არ დაადასტურა.

უნდა ითქვას, რომ ხანმოკლე და სწორ შიმშილობას მართლაც შეუძლია სარგებლობის მოტანა, ისევე როგორც ნებისმიერ სტრესს, რომელიც ორგანიზმის კომპენსატორული მექანიზმის მობილიზებას იწვევს, მაგრამ შიმშილობას, განსაკუთრებით - ხანგრძლივს, სასწაულებრივ თვისებებს ნუ მივაწერთ. მეტიც - კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებების, არითმიის, სისხლის შედედების უნარის მომატების, კენჭოვანი და ზოგიერთი სხვა დაავადების დროს შიმშილობა აკრძალულიც კია.

ხანმოკლე, მაგალითად, 24-საათიან შიმშილობას თავისი წესი აქვს. ბრეგის თანახმად, ის უნდა ჩატარდეს კვირაში ერთხელ, ვახშმიდან მეორე ვახშმამდე. შიმშილი უნდა დაიწყოთ საღამოს, საფაღარათოს მიღების ან გამწმენდი ოყნის გაკეთების შემდეგ. დილით უნდა მოხარშოთ ბალახეული ჩაი (პიტნა, თავშავა, ოხრახუში ან სხვა რომელიმე ბალახეული საშუალება სურვილისამებრ) და მთელი დღის განმავლობაში სვათ.

ბრეგი გვირჩევს, შიმშილობა უქმეებზე დავგეგმოთ და კარგად გამოვიძინოთ. შიმშილობის შემდეგ არ შეიძლება ხორცის, რძის, ყველის, თევზის, კვერცხის, კარაქის ჭამა. პირველი საკვები აუცილებლად მოხარშული ბოსტნეულის სალათი ან ხილი უნდა იყოს.

დღეს მთელ მსოფლიოში უპირატესობას ანიჭებენ ბალანსირებულ, რაციონალურ კვებას. ასეთი კვების შემხვევაში ორგანიზმი დაცულია წიდის, ქოლესტერინისა თუ სხვა მავნე ნივთიერებების დაგროვებისგან. ასე რომ, იკვებეთ სწორად და ზედმეტი კვებით ან შიმშილობით ზიანს ნუ მიაყენებთ თქვენს ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას.