ურიკოთერაპია ბავშვებში - დიეტოთერაპია რაციონიდან პურინების შემცველი სურსათის ამოღებას გულისხმობს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ურიკოთერაპია ბავშვებში - დიეტოთერაპია რაციონიდან პურინების შემცველი სურსათის ამოღებას გულისხმობს

რომელსაც ქსოვილებსა და ბიოლოგიურ სითხეებში შარდმჟავასა და მისი მარილების დაგროვება განაპირობებს.

ის ვლინდება:

  • თირკმელების შარდმჟავა ინფარქტით
  • ;შარდმჟავა დიათეზით;
  • ნეფროპათიით;
  • ართრალგიითა (სახსრის ტკივილებით) და ართრიტით;
  • სიმსუქნითა და შაქრიანი დიაბეტით;მ
  • ოზრდილებთა- პოდაგრით.

თუ ეს დაავადებები ბავშვის რომელიმე უახლოეს ნათესავს აღენიშნება, ასევე - თუ პატარას შარდში 1გ/მლ-მდე ურატები აქვს, აუცილებელია სამკურნალო დიეტოთერაპიის ჩატარება.

დიეტოთერაპია რაციონიდან პურინების შემცველი სურსათის ამოღებას გულისხმობს. ასეთია - ღვიძლი, ტვინი, თირკმლები, პაშტეტი, ქაშაყი, ხორცის ბულიონი, კაკაო, შოკოლადი, ლობიო, ბარდა, ოსპი.

პურინებს თითქმის არ შეიცავს ბურღულეული, ბრინჯი, ხილი, ბოსტნეული (კარტოფილი), რძე, კვერცხი.

მწვავე პერიოდში სასურველია ბავშვს განტვირთვის დღეები მოვუწყოთ - მივცეთ მხოლოდ ხილი, კარტოფილი, რძემჟავა პროდუქტები (მაწონი).

შარდის სურათი ანალიზში მარილების (ფოსფატების, ურატების, ოქსალატების) დიდი რაოდენობით შემცველობა ყოველთვის დაავადებაზე არ მიუთითებს. მაგრამ სიფთხილეს თავი არ სტკივა - სასურველია, მშობლებმა ისეთი საკვები შეურჩიო პატარას, რომ ორგანიზმიდა შარდით ამა თუ იმ მარილის გამოყოფა შემცირდეს.

შარდში მარილების სიჭარბემ შესაძლოა დამატებითი პრობლემები შეუქმნას ვაჟებს - ასოს თავზე მარილის კრისტალების დაგროვება იწვევს ტკივილს, წვას, შარდის ნაკადის შემცირებას და ა.შ.

დიეტოთერაპიასთან ერთად აუცილებელია მედიკამენტური მკურნალობა, შარდმდენების დანიშვნა, დიდი რაოდენობით სითხის მიცემა.

გახსოვდეთ! უკეთეს შედეგს მიიღებთ, თუ დიეტა და მკურნალობა ექიმის დანიშნულია.