ზღმარტლის სასარგებლო თვისებები - ის ხელს უწყობს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას, აჯანსაღებს და ატენიანებს მას - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ზღმარტლის სასარგებლო თვისებები - ის ხელს უწყობს ორგანიზმის დეზინტოქსიკაციას, აჯანსაღებს და ატენიანებს მას

ის მდიდარია B ჯგუფის, C და A ვიტამინებით.

ზღმარტლი ცილებს, ორგანულ მჟავებს, პექტინსა და ტანინს შეიცავს. მასში მცირე რაოდენობით მინერალებიცაა: კალციუმი, კალიუმი, რკინა და იმუნური სისტემის გამაძლიერებელი - მაგნიუმი.

პექტინი დიეტური ბოჭკოა, რომელიც ქოლესტერინის დონეს ამცირებს, ანთების საწინააღმდეგო ეფექტი აქვს და ნაწლავების აქტივობას ასტიმულირებს, ამასთანავე თავიდან აგარიდებთ შეკრულობას.

ყოველდღიურად ზღმარტლის მირთმევა სასარგებლოა მათთვის, ვისაც თირკმელები და ღვიძლი აწუხებთ. ის ორგანიზმს აჯანსაღებს, ატენიანებს და ხელს უწყობს დეტოქსიკაციის პროცესს.

ზღმარტლი ნაწლავური ინფექციების, ანთების, მენსტრუაციული დარღვევების, დიარეის, შებერილობის და შინაგანი სისხლდენის სამკურნალოდ არის ეფექტური.

ზღმარტლი C ვიტამინსაც შეიცავს, შესაბამისად, იმუნურ სისტემას აძლიერებს და ეფექტურია სკორბუტის (სურავანდი) სამკურნალოდაც. სკორბუტი C ვიტამინის ნაკლებობით გამოწვეული დაავადებაა.

img-0431-1638353615.jpg

ზღმარტლი ანტიოქსიდანტებით მდიდარია

ზღმარტლი პოლიფენოლური ნაერთების ბუნებრივი წყაროა. მისი ფოთლები, ქერქი და ნაყოფი შეიცავს, როგორც პოლიფენოლებს, ასევე ფლავანოიდებს. პოლიფენოლებით მდიდარი საკვების მირთმევა ათეროსკლეროზის და დიაბეტის რისკს ამცირებს. ზღმარტლში შემავალი ფენოლის მჟავების დახმარებით, მას ძლიერი ანტიოქსიდანტური მოქმედება აქვს.

ანთების საწინააღმდეგო და ანტიბაქტერიული თვისებები

ზღმარტლის ექსტრაქტი შეიცავს პოლიფენოლ გალმჟავას, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია, ასევე ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას. მას გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებაც და ეფექტურია Pseudomonas შტამებთან საბრძოლველად.

ზღმარტლში შემავალი ფლავანოიდები და ფენოლის მჟავები მონაწილეობას ღებულობენ ნახშირწყლების მეტაბოლიზმში (α-გლუკოზიდაზა და α-ამილაზა), სასარგებლოა დიაბეტის დროს.

ის ნეიროდეგენერაციული დაავადებების საპრევენციოდაც ეფექტურია.თაგვებზე ჩატარებული კვლევის თანახმად კი, ფლავანოიდების მაღალი შემცველობის გამო ზღმარტლი ნერვული დაზიანებებისა და მეხსიერების დაკარგვისაგან გვიცავს.