მოიმარაგეთ ციტრუსი, წითელი ჭარხალი, სტაფილო და ნატურალური თაფლი, რათა მარტივად გაუმკავდეთ ვირუსებსა და ბაქტერიებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მოიმარაგეთ ციტრუსი, წითელი ჭარხალი, სტაფილო და ნატურალური თაფლი, რათა მარტივად გაუმკავდეთ ვირუსებსა და ბაქტერიებს

კოჭა (ჯანჯაფილი)

კოჭას ახალი, დაკონსერვებული თუ დაფქული ფესვის გამოყენება როგორც ცალკე, ისე სხვა პროდუქტებთან ერთად, გარდა იმისა, რომ აძლიერებს იმუნურ სისტემას, ინფექციებით გამოწვეულ პრობლემებსაც გვაცილებს თავიდან. ის არაჩვეულებრივი საკაზმია, რომელიც თითქმის ყოველგვარ კერძს უხდება: წვნიანს, ფაფას, ხორცს... ჯანჯაფილიანი ჩაი ან ყავა ათბობს ორგანიზმს, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და წარმატებით ებრძვის სხვადასხვა ინფექციას.

მდინარეების, ზღვებისა და ოკეანეების პროდუქტები

ზღვის კომბოსტო, თევზეული, მოლუსკები უხვად შეიცავს იმ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აღადგენს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციებს, ამარაგებს მას იოდითა და თუთიით. შეგახსენებთ: სწორედ ეს ჯირკვალი განაგებს ადამიანის ორგანიზმში სისხლის ჟანგბადით მომარაგებას და ნივთიერებათა ცვლის სწორ ფუნქციობას.

რძემჟავა პროდუქტები

მაწონი, კეფირი, იოგურტი, ხაჭო ორგანიზმის დამცავ და იმუნიტეტის შემანარჩუნებელ სასარგებლო ბაქტერიებს შეიცავს. ყველა ექიმი გირჩევთ, დღის განმავლობაში რამდენიმე სახის რძემჟავა პროდუქტი მიიღოთ.

ნიორი

ნიორი ის საუკეთესო პრობიოტიკია, რომელიც ასტიმულირებს იმუნურ სისტემას და იცავს ორგანიზმს ინფექციური დაავადებებისგან. თუ ადამიანი ავად გახდა, ეს პროდუქტი აუცილებლად უნდა შეიტანოს რაციონში.

მწვანე და შავი ჩაი

უამრავი ვიტამინის, ეთერზეთისა და მიკროელემენტის შემცველი ჩაი ადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია. ის არა მარტო იმუნიტეტის ამაღლებას უწყობს ხელს, არამედ ანტიოქსიდანტების უხვი შემცველობის წყალობით დადებითად მოქმედებს გარეგნობაზეც, ამაღლებს გუნება-განწყობილებას და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლას.