მყარი ცხიმი ზრდის ახალგაზრდებში ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მყარი ცხიმი ზრდის ახალგაზრდებში ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკს

გვინდა, ისე გესაუბროთ მათი მავნებლობის შესახებ, რომ ინფორმაცია პატარებისთვისაც და მათი მშობლებისთვისაც გასაგები იყოს.არსებული მონაცემების თანახმად, ჩიფსები და ტკბილი გაზიანი სასმელები მავნე პროდუქტების ჩამონათვალში პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ. ჩიფსები სხვა არაფერია, თუ არა ნახშირწყლებისა და ცხიმების ნაზავი, რომელსაც უხვად აქვს დამატებული მარილი, საღებავი და არომატიზატორები.განსაკუთრებით მავნეა ჩიფსები, რომლებიც არა კარტოფილისგან, არამედ მისი ფქვილისგან არის დამზადებული. მიუხედავად იმისა, რომ კარტოფილი სასარგებლო პროდუქტია, ჩიფსების მომზადებისას, ტექნოლოგიური პროცესის განმავლობაში, ის კარგავს ყველა სასარგებლო თვისებას და სანაცვლოდ მავნეს იძენს. ნახშირწყლებისა და ცხიმების შემცველობის გამო ჩიფსები მეტისმეტად კალორიულია - 100 გრამი 510 კილოკალორიას შეიცავს, რაც ბავშვის დღიური ნორმის თითქმის ნახევარია.

ამიტომაც მიიჩნევა ჩიფსები გასუქების რისკფაქტორად. ამასთან, ჩიფსები ძალზე მარილიანია, ჭარბი მარილი კი ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოშლას. შესაძლოა, შეშუპებისა და გულის მუშაობის დარღვევის მიზეზადაც იქცეს. საღებავები და არომატიზატორები, რომელთა წყალობითაც ჩიფსები იღებს ლორის, არაჟნის, ყველის გემოს, პოტენციური ალერგენებია. ჯანმრთელობისთვის საშიშია ჩიფსებში არსებული ცხიმიც - მას კანცენოგენული თვისებები აქვს ანუ სიმსივნის გამოწვევა შეუძლია.

ეს არის ეგრეთ წოდებული ჰიდროგენიზებული ცხიმი. მისი მაგალითია მარგარინი. სწორედ ამ ტიპის ცხიმით ამზადებენ ჩიფსებს და არა მცენარეული ზეთით. მყარი ცხიმი ზრდის ახალგაზრდებში ათეროსკლეროზის, ინფარქტის, ინსულტის განვითარების რისკს, თუმცა წინათ მათ მხოლოდ მოხუცთა დაავადებებად მიიჩნევდნენ.

ჩიფსებში საერთოდ არ არის ვიტამინები, მინერალური ნივთიერებები, უჯრედისი (მცენარეული ბოჭკო). ყველა ამ სიკეთესთან ერთად, მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ჩიფსები მიჩვევას იწვევს. ალბათ ამიტომ არის, რომ ერთხელ გასინჯვის შემდეგ პატარები გამუდმებით ითხოვენ ამ სასუსნავს. ვფიქრობთ, ნათელია, რატომ უნდა ვარიდოთ ბავშვები ჩიფსებთან ნაცნობობას.