ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც დიეტის დროს იჩენს თავს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსიქოლოგიური პრობლემები, რომლებიც დიეტის დროს იჩენს თავს

როგორც აღვნიშნეთ, დიეტა ზოგჯერ ადამიანის ფსიქოლოგიურ წონასწორობას არღვევს. ამ დროს შეგიძლიათ აწარმოოთ დღიური, სადაც აღნუსხავთ, როდის რა და რამდენი მიირთვით. ნუ მოიტყუებთ თავს, დღიურში ყველა დარღვევა შეიტანეთ. თქვენი დამარცხების ამსახველ ქრონიკას რომ გადახედავთ, მიხვდებით, რატომ მოხდა ეს, რაც სამომავლოდ სიტუაციასთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

თუ ინერვიულებთ და სტრესის გადასალახავად შოკოლადის ფილას ან ტორტის ნაჭერს წაატანთ ხელს, ესეც აუცილებლად აღნიშნეთ დღიურში, შემდგომ კი ასეთი შემთხვევებისთვის რაიმე ნაკლებკალორიული, მაგალითად, მოხალული მიწის თხილი (მცირე რაოდენობით) ან ჩირი მოიმარაგეთ. საკუთარი თავი ყოველი გამარჯვების შემდეგ დაასაჩუქრეთ - გაისეირნეთ ქალაქში, წადით თეატრში, კონცერტზე, გაიარეთ მაღაზიებში, შეგიძლიათ, რამე იყიდოთ კიდეც.

ეს სამომავლო სტიმულიც იქნება. გარდა ამისა, მეტი ხანი გაატარეთ სუფთა ჰაერზე, შეხვდით მეგობრებს, ისაუბრეთ (ოღონდ არა დიეტაზე!), ივარჯიშეთ, ოღონდ არ გადაიტვირთოთ და არ გადაიღალოთ. დიეტის შერჩევისას აუცილებელია ექიმის კონსულტაცია, რათა ზიანი არ მიაყენოთ საკუთარ ჯანმრთელობას, ფსიქიკას. თუ შეინარჩუნებთ სიმშვიდეს, მოიკრებთ ნებისყოფას, ფსიქოლოგიურ წონასწორობას, შედეგი არ დააყოვნებს - თქვენი სხეული მომხიბვლელობას დაიბრუნებს და სტრესი და დეპრესიაც დავიწყებას მიეცემა.