ნუტრიციოლოგები მოგვიწოდებენ, კერძების მომზადებისას არ დავინანოთ სანელებლები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნუტრიციოლოგები მოგვიწოდებენ, კერძების მომზადებისას არ დავინანოთ სანელებლები

ყველა მათგანი იმყოფებოდა გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ცვლითი პროცესების დაავადებების განვითარების რისკის ზონაში.

თითოეული მონაწილე ოთხი კვირის განმავლობაში იცავდა სამი ტიპის დიეტიდან რომელიმეს - სანელებლების დღიური შემცველობის დაბალი (დაახლოებით ნახევარი გრამი, საშუალო (3 გ-ზე ცოტა მეტი) და მაღალი (დაახლოებით 6,5 გ) დოზით. შესაძლებელი იყო დიეტების მონაცვლეობა შემთხვევითობის პრინციპით, თუმცა დაცული იყო ორკვირიანი ინტერვალები.

ყველა დიეტა წარმოადგენდა ამერიკული ტიპის რაციონს (ცხიმების, შაქრის და მარილის მაღალი და ხილისა და ბოსტნეულის დაბალი შემცველობა) და განსხვავდებოდა მხოლოდ კერძში დამატებული 24 სხვადასხვა მწვანილისა და სუნელის (დარიჩინი, კურკუმა, კოჭა, შავი წიწაკა, წიწაკა ჩილი, გამხმარი ნიორი და ხახვი, რეჰანი, როზმარინი, კვლიავი, კარდამონი, ორეგანო, პაპრიკა, ქონდარი და ა.შ.) ნარევის რაოდენობით.

ექსპერიმენტის დასაწყისში, ასევე მისი ყოველი ოთხკვირიანი პერიოდის დასრულების შემდეგ, მოხალისეები აბარებდნენ სისხლს ანალიზისთვის და იტარებდნენ სამედიცინო გამოკვლევას.

აღმოჩნდა, რომ ჯანმრთელობისთვის არც თუ ისე სასარგებლო საკვებში დამატებული გამხმარი მწვანილი და სანელებლები ნაწილობრივ მაინც ამცირებდნენ ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს. სანელებლების მაღალი შემცველობის მქონე საკვების ოთხკვირიანი მიღების შემდეგ, მოხალისეებში არტერიული წნევა მნიშვნელოვნად ქვეითდებოდა. ამასთან რაც მეტ სანელებელს ღებულობდნენ, მით მეტად იყო დადებითი ეფექტი გამოხატული.