ყველაფერი, რაც იცით და რაც არ იცით, ვაშლის სასარგებლო თვისებების შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყველაფერი, რაც იცით და რაც არ იცით, ვაშლის სასარგებლო თვისებების შესახებ

ნოტინჰემის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევებით, კვირაში 5 ვაშლის მოხმარება ხელს უწყობს რესპირატორული დაავადებების (მათ შორის - ასთმის) დონის დაქვეითებას.

მეცნიერებმა ვაშლის კიდევ ერთ სასარგებლო თვისებას მიაგნეს: ის არაჩვეულებრივად ცვლის კბილის პასტებს, ერთი ვაშლის მიღება დილით წმენდს და აჯანსაღებს კბილებს. ვაშლი იცავს მათ დაშლისაგან.

ღუმელში მოშუშული ვაშლი სასარგებლოა ქრონიკული შეკრულობისათვის, ცოცხალი კი – გასტრიტის, კოლიტისა და ავიტამინოზის დროს.

მეცნიერები თვლიან, რომ ვაშლის თესლი შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ნივთიერებებს, ვიტამინებს და ფერმენტებს, რომლებიც ხელს უშლიან კიბოს განვითარებას. ასევე ითვლება, რომ 5-6 ცალ ვაშლის თესლს სავსებით შეუძლია იოდის სადღეღამისო ნორმის დაფარვა. თუმცა ამ თეორიას აქვს საკამათო მხარეებიც – ექიმები აფრთხილებენ იმ საფრთხის შესახებ, რასაც შეიძლება ეს ყავისფერი თესლი შეიცავდეს.

ვაშლის თესლი შეიცავს საკმაოდ სახიფათო ნივთიერებას – გლიკოზიდ ამიგდალინს, რომელიც კუჭში საწამლავ ნივთიერებას გამოყოფს. ის განსაკუთრებით საშიშია ბავშვებისათვის. ზოგიერთი მოსაზრებით, ეს საფრთხე გადაჭარბებულად ითვლება, რადგან თესლში ამ ნივთიერების კონცენტრაცია ძალზე მცირეა. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაჭარბებულად ვაშლის თესლის მიღება არაა მიზანშეწონილი. უსაფრთხოდ ითვლება დღეში არა უმეტეს 5-6 ცალი თესლისა.