დიტოლოგების თქმით, კივის მირთმევისას ორგანიზმი ენდორფინებს გამოიმუშავებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

დიტოლოგების თქმით, კივის მირთმევისას ორგანიზმი ენდორფინებს გამოიმუშავებს

გვარიდებს გაციებას, აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლას.

კივი ვიტამინების ნამდვილი საბადოა. მისი ნაყოფი შეიცავს უამრავ სასარგებლო ვიტამინს, როგორებიცაა B1, B2, B3, B9, B6, C, E. კივიში C ვიტამინი თითქმის ორჯერ მეტია, ვიდრე ნებისმიერ ციტრუსში.

კივი მდიდარია მიკროელემენტებით: რკინით, იოდით, თუთიით, მანგანუმით, კალიუმით, კალციუმით, ფოსფორით.

კივი გამოირჩევა დაბალი კალორიულობით. ის შეიცავს უამრავ ვიტამინსა და მინერალსაც. ხსნის დაღლილობას. ებრძვის დეპრესიას.

დიეტოლოგებმა დაადგინეს, რომ კივის მირთმევისას ორგანიზმი გამოიმუშავებს ენდორფინებს, ეგრეთ წოდებულ ბედნიერების ჰორმონებს.

გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს. ამაგრებს სისხლძარღვების კედლებს, ამცირებს სისხლის ჩაქცევის რისკს, არეგულირებს წნევას. კალიუმის წყალობით კივი არეგულირებს წყალმარილოვან ბალანსს ორგანიზმში, რაც დაგიცავთ შეშუპებისგან.

დღეში 1 კივი აგინაზღაურებთ C ვიტამინის სადღეღამისო მოთხოვნილებას - აძლიერებს იმუნიტეტს, იცავს ინფექციური დაავადებებისგან, აჩქარებს გამოჯანმრთელების პროცესს. კივის გამოყენება სასურველია თირკმელებში კენჭების წარმოქმნისას. დიაბეტიანებისთვის კივის მიღება დაშვებულია; შაქარი მასში თითქმის არ არის. კივი სასუნთქი გზების დაავადებებსაც მკურნალობს.

კივის ერთი ჭიქა წვენი ორგანიზმს სიჯანსაღეს უნარჩუნებს და მის ბრძოლისუნარიანობას ამაღლებს. კივის გამოყენება, ასევე, რეკომენდებულია გინეკოლოგიური დაავადებებისა და კლიმაქსის დროს.

პექტინის ნივთიერებები, რომლებსაც კივი შეიცავს, ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის. ისინი აჯანმრთელებენ სასარგებლო მიკროფლორას და იწოვენ ნივთიერებათა ცვლის მავნე პროდუქტებს. კივი გამოიყენება ანემიის, ათეროსკლეროზის, რევმატიზმისა და სხვა დაავადებების დროსაც.

კივის ხშირად კანგაცლილს ვჭამთ, მაგრამ სპეციალისტების უმრავლესობას მიაჩნია, რომ მისი გაფცქვნა საჭირო არ არის. კივის კანი, რბილობთან შედარებით, სამჯერ უფრო მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო, ანტიანთებითი და ანტიალერგიული თვისებები აქვს. ამიტომ, ჯობს, ხილს ბუსუსები დანით გავაცალოთ და კანიანად მივირთვათ.

მეცნიერები შეგვახსენებენ, რომ კივის კანი ისეთ მიკრობებს ანადგურებს, როგორებიცაა სტაფილოკოკი და ნაწლავური ჩხირი.

C ვიტამინის დიდი შემცველობის გამო კივი ალერგიული ხილია. ამიტომ მისი მიღება (განსაკუთრებით - დიდი რაოდენობით) სასურველი არ არის ალერგიული ადამიანებისთვის.

ის, რაც კივიზე არ იცოდით - კანის პრობლემების მკურნალი

კივის სახის ნიღაბს უამრავი დადებითი და განსაკუთრებული თვისება აქვს. ატენიანებს და ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს. კვებავს და აჯანსაღებს მას.

კივი ერთ-ერთი რეკორდსმენია C ვიტამინის შემცველობით. როგორც ცნობილია, C ვიტამინი ყველაზე აქტიურად ეხმარება სხეულს ახალგაზრდობის, ჯანმრთელობისა და გარეგნული მიმზიდველობის შენარჩუნებაში. სწორედ ამიტომ კივის დახმარებით სახის კანი დიდხანს ინარჩუნებს ახალგაზრდობას, სიმკვრივეს და სიხასხასეს.

წაიკითხეთ სრულად