რომელი პროდუქტები დაგვიცავს შემოდგომაზე სტრესისგან
საუკეთესო პროდუქტები შემოდგომა-ზამთრის პერიოდში, რომლებიც არა მარტო ჯანმრთელობისთვის არის სასარგებლო, არამედ სტრესთან ბრძოლაშიც გვეხმარება ჭარხალი, სტაფილო და კომბოსტოა.
ჭარხალში В ჯგუფის ვიტამინების მთელი სპექტრია, რომელიც ნერვული სისტემისთვის გვჭირდება. შემოდგომით, გარდამავალ პერიოდში, სტრესის დონე იზრდება, ამიტომ რაციონში ჭარხლის დამატება ძალიან ეფექტურია.
ქრომის უკმარისობა ორგანიზმში შეიძლება გახდეს ცუდი განწყობის მიზეზი. შემოდგომაზე სტრესის დონის მატებისას, ადამიანები მიისწრაფვიან ტკბილის ჭამისკენ, რაც მეტყველებს ქრომის ნაკლებობაზე. ქრომს შეიცავს ჭარხალი და შესაბამისად მისი მიღებით ქვეითდება ტკბილეულისადმი სწრაფვა.
ასევე საჭიროა A ვიტამინით მდიდარი სტაფილოს მიღება, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც მხედველობის პრობლემები აქვს. ამასთან სტაფილო შეიცავს დიდი რაოდენობით კრემნიუმს, რომელიც სასარგებლოა კანის, თმისა და ფრჩხილების სიჯანსაღისთვის.
კომბოსტო შეიცავს კალიუმს, რომელიც აუცილებელია გულის მუშაობისათვის, ამასთან ის ასევე აწესრიგებს შეშუპების დონეს. მათ ვისაც კალიუმ-ნატრიუმის ცვლა მოწესრიგებული აქვს, არ აღენიშნებათ შეშუპება და არტერიული წნევის მომატების რისკიც ნაკლებია.