შეამჩნევთ თუ არა გაციების ნიშნებს, დალიეთ ილიანი ჩაი
ილი
ილის ფესვი ოდითგანვე ითვლებოდა გამათბობელ, გამწმენდ და ვირუსსაწინააღმდეგო საშუალებად, ამი-ტომ შეამჩნევთ თუ არა გაციების ნიშნებს, დალიეთ ილიანი ჩაი. გარდა ამისა, სურნელოვანი ჩაი არაჩვეუ-ლებრივი ენერგეტიკის მქონე სასმელია. ის აფხიზლებს, ხელს უწყობს ყურადღების კონცენტრირებას, ხსნის გონებას.
განსაკუთრებით სასარგებლოა შუადღისით, დაღლილობისას. იდეალურად ერწყმის თაფლს. განსაკუთრებულ გემოს აძლევს ნამცხვრებს და წვნიანებს, განსაკუთრებით - ქათმის ბულიონს.
მიხაკი
მიხაკის თბილი, ცხიმოვანი და ოდნავ მწკლარტე არომატი დეპრესიას აქრობს და თვითდაჯერებას გვმა-ტებს. ჩინელი მკურნალები ხალხს ურჩევდნენ, კარგი განწყობის შესანარჩუნებლად, ასევე - ვირუსული დაავადებების საპროფილაქტიკოდ შემოდგომა-ზამთრის პერიოდში მიხაკი ეღეჭათ. განსაკუთრებით ეფექტურია მიხაკის ღეჭვა კბილის ტკივილის დროს - მასში შემავალ ცხიმს ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვს. მიხაკის არომატი საოცრად უხდება ხორციან კერძებს. რაც შეეხება სასმელებს, მიხაკი გლინტვეინის უცვლელი ინგრედიენტია.
ჯავზი
ჯავზის მათრობელა არომატს სწრაფად მოვყავართ გონს კოფლიქტის შემდეგ. გარდა ამისა, ის შესანიშნავი წამალია ბრონქების ანთებითი დაავადების დროს. განსაკუთრებით სასარგებლოა ჯავზის არომატული ზეთი. სპეციალისტთა აზრით, ის უფრო დამზოგველად მოქმედებს ორგანიზმზე, ვიდრე დაფქული ჯავზი. იდეალურად ერწყმის ტკბილ კერძებს, მაგალითად, ღუმელში შემწვარ ვაშლს, ვაშლის ღვეზელს. გარდა ამისა, ამატებენ ცხელ ღვინოში.
ანისული
ანისულის გამახალისებელი არომატი უებარი წამალია დეპრესიისა და სტრესის დროს. ემოციებმა რომ არ გძლიოთ, მიიღეთ ანისულის ეთერზეთის აბაზანა - რძეს დაუმატეთ 4-7 წვეთი ანისულის ზეთი და ჩაა-სხით წყლით სავსე აბაზანაში, დროდადრო აანთეთ ანისულისარომატიანი სანთლები, შეაზავეთ ანისუ-ლით თევზის კერძები. იდეალურად ერწყმის დაფნის ფოთოლს. ძალიან უხდება ალკოჰოლურ სასმელებს და საკონდიტრო ნაწარმს.