მავნებელია თუ არა სადილის შემდეგ ძილი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მავნებელია თუ არა სადილის შემდეგ ძილი

პირიქით, ხანმოკლე ძილი, 10-დან 30 წუთის მანძილზე, აუმჯობესებს ყურადღებას, განწყობასა და მეხსიერებას. თუმცა სავსე კუჭით დასაძინებლად დაწოლა არაა მიზანშეწონილი.

1. შეიძლება შეგვაწუხოს გულძმარვამ

საკვების მოსანელებლად კუჭში წარმოიქმნება მჟავა. დაწოლილ მდგომარეობაში, კუჭში გავლისას, ის შეიძლება მოხვდეს საჭმლის მომნელებელი სისტემის მგრძნობიარე ნაწილში და გამოიწვიოს გულძმარვა.

2. სავსე კუჭი მოქმედებს ძილის ხარისხზე.

უშუალოდ ძილის წინ მიღებული საკვების მონელების პროცესი გაგრძელდება ძილის დროს. ტვინი აქტიურია მეტაბოლიზმის სტადიაში და ამდენად ნაკლებად ღრმა იქნება ძილი.

3. ნათელი სიზმრები და კოშმარი უფრო ხშირი იქნება.

ნოყიერი კვების შემდეგ, მაშინვე დაძინების შემთხვევაში, სწრაფი ძილის ფაზაში, რომლის დროსაც ყველაზე ხშირად ვხედავთ სიზმრებს, სიზმრები იქნება რეალისტური და ნათელი, თუმცა შეიძლება შემაშინებელიც.

4. ხშირად გაღვიძება საპირფარეშოსთვის.

ზოგს ღამით შარდვის მოთხოვნილება აქვს. ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს საკვებში კოფეინის რაოდენობასთან. კოფეინი ცხადია ყავაში არის, მაგრამ მას ასევე შეიცავს ჩაი, ნებისმიერი შოკოლადი და ზოგიერთი წამალი.

5. წონის მატება.

მნიშვნელობა არ აქვს როდის ჭამეთ, მთავარია რამდენი კალორია მიიღეთ დღის განმავლობაში.

როგორ დავაღწიოთ თავი სადილის შემდეგ ძილს?

პირველ რიგში მნიშვნელოვანია სრულფასოვანი ღამის ძილი 7-9 საათის განმავლობაში.

კვლევებით დასტურდება, რომ ნახშირწყლებით მდიდარი საკვები უფრო გვგვრის ძილს, მაშინ როდესაც ცილოვანი საკვები უფრო ყურადღებას გვმატებს და ნაკლებად ვართ ძილიანობისკენ მიდრეკილები.

პრობლემების, როგორიცაა გულძმარვა ან უძილობა, თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია, რომ დაძინებამდე კუჭის შიგთავსმა გადაინაცვლოს წვრილ ნაწლავში. დიეტოლოგები ამტკიცებენ, რომ ეს ხდება საკვების მიღებიდან დაახლოებით 3 საათის შემდეგ.