რომელი სასმელი გვიმსუბუქებს ართრიტის სიმპტომებს
რომლებსაც გააჩნიათ ანთების საწინააღმდეგო მოქმედება ან შეიცავენ ანტიოქსიდანტებს. ასეთ სასმელს მიეკუთვნება მწვანე ჩაი.
ამ სასმელში არის პოლიფენოლები და ანტიოქსიდანტები. ისინი ამუხრუჭებენ ხრტილის დაზიანებას. ამას გარდა, მწვანე ჩაი გვეხმარება გახდომაში, რაც ასევე ამცირებს სახსრებზე ზეწოლას.
სპეციალისტები ასევე გვირჩევენ ჯანსაღ კვებას და ქოლესტერინის დაბალი შემცველობის მქონე პროდუქტების მიღებას.
ოსტეოართრიტი უფრო ხშირად უვითარდებათ 40 წელს გადაცილებულ ქალებს. დაავადების მძიმე შემთხვევებში, ხრტილის განლევა იმდენად მაღალი ხარისხისაა, რომ სახსარში მოძრაობისას, ძვლები ერთმანეთს ეხებიან, რაც ქმნის უსიამოვნო შეგრძნებებს, ვითარდება ტკივილი და აღინიშნება სახსრის დეფორმაცია.