კვების რაციონიდან პომიდორის ამოღება, ართრიტის სიმპტომებს აუმჯობესებს - მითია თუ რეალობა? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კვების რაციონიდან პომიდორის ამოღება, ართრიტის სიმპტომებს აუმჯობესებს - მითია თუ რეალობა?

მასში უხვადაა ფიტოქიმიკატები, რომლებსაც კიბოს საწინააღმდეგო თვისებები გააჩნია.

რაც შეეხება ოსტეოართრიტს, დაავადების განვითარების რისკი ჭარბი წონის და ასაკის მატებასთან ერთად იზრდება.ოსტეოართრიტი დეგენერაციული დაავადებაა, რომლის დროსაც ზიანდება ძვლის ხრტილოვანი ნაწილი და სახსრები სუსტდება.

იმისათვის, რომ ართრიტმა პროგრესირება არ განაგძოს, აუცილებელია ჯანსაღი კვება.ექსპერტები გვირჩევენ, კვების რაციონი გავამდიდროთ ხილით, ბოსტნეულით, ოსპით, ლობიოთი, მარცვლეულით.

როგორ მოქმედებს პომიდორი ოსტეოართრიტზე?

პომიდორი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, შეიცავს ლიკოპენს, ბეტა-კაროტინს და კვერციტინს.

კვლევებით დასტურდება, რომ ანტიოქსიდანტებით მდიდარი კვების რაციონი ოსტეოართრიტის განვითარების და პროგრესირების რისკს ამცირებს. შესაბამისად, პომიდორი უფრო მეტად ეფექტური უნდა იყოს სიმპტომების შესამსუბუქებლად, ვიდრე საზიანო.

რა არის პომიდორის დადებითი და უარყოფითი მხარეები

ის დაბალკაროლიული, გემრიელი და ნუტრიენტებით მდიდარი საკვები პროდუქტია. მასში შემავალი ლიკოპენი უჯრედებს დაზიანებისგან იცავს. მისი დახმარებით ორგანიზმი ღებულობს ბოჭკოს, B, E, K1 ვიტამინებს და ფოლიუმის მჟავას.

თუმცა, ზოგიერთი მიიჩნევს, რომ მის მონელებას, მასში შემავალი მჟავის შემცველობის ართულებს. თუ გასტროეზოფაგური რეფლუქსი გაწუხებთ, პომიდორმა შესაძლებელია გააუარესოს თქვენი მდგომარეობა.პომიდორი პოდაგრით დაავადებულთა სიმპტომებსაც აუარესებს.

ამასთანავე, პომიდორი, ბადრიჯანი და წიწაკა ქიმიურ ნივთიერება-სოლანინს შეიცავენ, რის გამოც ისინი ართრიტისთვის დამახასიათებელი ტკივილის მაპროვოცირებელ პროდუქტებად ითვლებიან.

„Arthritis Society“ კი ეწინააღმდეგება ამ მოსაზრებას. მათი განცხადებით, სოლანინი ამ პროდუქტების ფოთლებსა და ღეროებშია, ხოლო ის ნაწილი, რომელსაც ჩვენ მივირთმევთ არ შეიცავს ქიმიკატს.

მიუხედავად იმისა, რომ მეცნიერებს არ დაუდგენიათ კავშირი პომიდორსა და ოსტეოართრიტს შორის, ბევრს პაციენტს უმსუბუქდება სიმპტომები კვების რაციონიდან პომიდორის ამოღების შემდეგ.

იმისათვის, რომ ოსტეოართრიტი მართოთ, მოერიდეთ ალკოჰოლს, თამბაქოს, შაქარს, დამუშავებულ/მზა საკვებს, იყავით ფიზიკურად აქტიურები.

პროდუქტების არჩევისას შეიძინეთ ნარინჯისფერი და მუქი მწვანე ბოსტნეული(სტაფილო, ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი), ასევე ნუტრიენტებით მდიდარი კენკრა.