რომელი პროდუქტების მიღებას უნდა მოვერიდოთ საუზმეზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რომელი პროდუქტების მიღებას უნდა მოვერიდოთ საუზმეზე

ამის შემდეგ ორგანიზმში გამოიყოფა ჰორმონი ინსულინი, რომელიც აქვეითებს სისხლში შაქრის დონეს და ადამიანი მალევე კვლავ განიცდის შიმშილის გრძნობას.

მავნე პროდუქტების სიაში ასევე მოხვდა მიუსლი, რძითა ან წვენით შეზავებული ფანტელი, ბუტერბროდი, ტოსტები ჯემით ან შოკოლადის პასტით. ამას გარდა არ ღირს დილით ახლად გამოწურული წვენებისა და სმუზის მიღება. ისინი შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს, რაც ხელს უწყობს წონის სწრაფ მატებას.

საუზმე აუცილებელიად მისაღებია, რადგანაც სწორედ ის ანიჭებს ორგანიზმს ენერგიას. საუზმეზე უნდა მივიღოთ დღიური კალორიების 25-30%, რაც მთელი დღის განმავლობაში დაარეგულირებს მადას, არ მოხდება საკვების გადაჭარბებით მიღება და ჭარბი წონისაგან იცავს სხეულს.

საკვების პირველი მიღება სჯობს გაღვიძებიდან 30-40 წუთის შემდეგ, დილის 7.00-9.00 სთ შუალედში. საუზმისთვის ყველაზე სასარგებლო პროდუქტებია ნელი ნახშირწყლების შემცველი ფაფები, რომლებიც ხანგრძლივად ანეიტრალებენ შიმშილის გრძნობას, მინერალებითა და ვიტამინებით მდიდარი კვერცხი, ცეხვილი პური და კალიუმის, კალციუმისა და D ვიტამინის შემცველი რძის პროდუქტები.

საუზმეზე მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სასმელს. ვინც ყავას ანიჭებს უპირატესობას, მისი უზმოზე მირთმევა არ არის სასარგებლო, რადგანაც მასში არსებული ეთერზეთები აღიზიანებენ კუჭის ლორწოვან გარსს და შეიძლება მოხდეს გასტრიტის პროვოცირება. ყავის ან ჩაის დალევა სჯობს ჭამიდან 20-30 წუთის შემდეგ. ამ დროის განმავლობაში საკვები აქტიურად გადამუშავდება კუჭში და კუჭის წვენის დამატებითი გამოყოფა ლორწოვანს არ გააღიზიანებს. საუზმის წინ სასარგებლოა 1 ჭიქა სუფთა, ოთახის ტემპერატურის წყლის მიღება, ნივთიერებათა ცვლის გააქტიურების მიზნით.

ადამიანები, რომლებიც არ საუზმობენ დღის განმავლობაში 40%-ით მეტ ტკბილს მოიხმარენ. დესერტის მიღება სჯობს ძირითადი საკვების მიღების შემდეგ. საუზმეზე ტორტის ნაჭრის მირთმევის შემთხვევაში, დანაყრების შეგრძნება მალევე გაივლის და ჭამის სურვილიც შეგვაწუხებს. საუზმის ფუნქცია არა მარტო იმაშია რომ საკვებიდან სიამოვნება მივიღოთ, პირველ რიგში უნდა მოხდეს ორგანიზმის დანაყრება და ყველა აუცილებელი ნაერთის: ნახშირწყლების (ენერგიისათვის), ცილების (საშენი მასალა), სწორი ცხიმები (კარგი განწყობისათვის) მიღება.

ტკბილეული მცირე რაოდენობით შეიძლება დღის ნებისმიერ დროს მივიღოთ გარდა გვიანი საღამოსი. იმისათვის რომ ფიგურას ზიანი არ მიადგეს, შაქრის შემცველი პროდუქტების წილი არ უნდა აღემატებოდეს საერთო რაციონის 5-10%-ს.