როდისაა ორგანიზმისთვის საზიანო კეფირის მიღება
ასეთი პროდუქტები იწვევს სისხლში ინსულინის დონის მატებას, რაც თავისთავად განაპირობებს სისხლში სტრესის ჰორმონის - კორტიზოლის დონის ზრდას. აღნიშნული ჰორმონის სიჭარბე კი ჩაძინების პროცესს უშლის ხელს.
იმ დროს, როდესაც ორგანიზმს სჭირდება მელატონინის გამომუშავება, რათა ჩაძინების პროცესი განხორციელდეს, ჩვენ თავად ხელოვნურად ვეხმარებით კორტიზოლის დონის ზრდას, რაც ძილის ხარისხზეც აისახება.
რძის მჟავე პროდუქტები ასევე დისკომფორტს იწვევს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ლორწოვანი გარსის ანთებისას. ამ შემთხვეაში აღინიშნება შემაწუხებელი გულძმარვა.