რომელი სასმელი წვავს ძილის დროს საშიშ ცხიმებს
დაგროვებული ვისცერალური ცხიმების დაწვა.
უნიკალური თვისებები აღმოაჩნდა ულუნის სორტის მწვანე ჩაის. მასში უფრო მეტი რაოდენობით შედის ფლავონოიდების ჯგუფის ორგანული ნივთიერებები, ე.წ. კატექინები. სწორედ ისინი ამცირებენ მნიშვნელოვნად ცხიმის მიერ დაკავებულ ფართობს. აღსანიშნავია, რომ ულუნი ცხიმებს ძილის დროსაც წვავს.
მოხალისეები, რომლებიც დღეში 4-ჯერ სვამდნენ 300 მლ ულუნს, თვენახევარში კარგავდნენ დაახლოებით კილოგრამამდე ცხიმოვან მასას. ამის გათვალისწინებით, მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ აღნიშნული ჩაი, წყალთან შედარებით 2,9%-ით ზრდიდა მეტაბოლიზმის სიჩქარეს და ორგანიზმს ეხმარებოდა ცვლითი პროცესების გაუმჯობესებაში.