წაბლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და აბალანსებს შაქრის დონეს - 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ წაბლი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

წაბლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და აბალანსებს შაქრის დონეს - 8 მიზეზი, თუ რატომ უნდა მივირთვათ წაბლი

მას ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. გაგაცნობთ რამდენიმე მათგანს:

1. წაბლი მდიდარია ბოჭკოთი, ხსნადი ბოჭკო კი იწოვს წყალს და აუმჯობესებს ნაწლავთა მოქმედებას. წაბლი ამცირებს სისხლში ქოლესტერინის შემცველობას და აბალანსებს შაქრის დონეს. ის კარგია შეკრულობისა და ნაწლავური ინფექციების დროს.

2. წაბლი მდიდარია ნახშირწყლებით, რომლებიც აუცილებელია ენერგიის მისაღებად და სტრესის მოსახსნელად. ნახშირწყლები, რომლებსაც წაბლი შეიცავს, კომპლექსურია და ორგანიზმზე მავნე გავლენას არ ახდენს.

3. B ვიტამინს, რომელიც უხვადაა წაბლში, ორგანიზმისთვის დიდი სარგებლობა მოაქვს: ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აუმჯობესებს მის სტრუქტურას, განაპირობებს კანის სიჯანსაღეს, აუმჯობესებს ტვინის ფუნქციებს და სხვა.

4. წაბლი მდიდარია მანგანუმით. ეს არის ანტიოქსიდანტი, რომელიც საგრძნობლად ამცირებს გულისა და სიმსივნურ დაავადებათა განვითარების რისკს. მანგანუმს დაბერების საწინააღმდეგო ეფექტიც აქვს. გარდა ამისა, ის ხელს უწყობს ახალი ქსოვილების წარმოქმნას, რომლებიც აუცილებელია სისხლის შედედებისთვის.

5. წაბლში ბევრია სპილენძი - მინერალი, რომელსაც ძვლების გამაგრება შეუძლია. ამასთანავე, ის აძლიერებს იმუნურ სისტემას, აუმჯობესებს ნერვულ მდგომარეობას, სისხლის სტრუქტურას.

6. თავისი შემადგენლობის წყალობით წაბლი დაზიანებისგან იცავს კბილის მინანქარს და აუმჯობესებს მის სტრუქტურას.

7. აუმჯობესებს სუნთქვას, ამიტომ შეგიძლიათ, მიირთვათ ბრონქული ან სპაზმური ხველის დროს.

8. აძლიერებს და ელასტიკურობას მატებს სისხლძარღვთა კედლებს, ამის კვალობაზე, იცავს ადამიანს ასაკის კვალდაკვალ თავჩენილი ვენური პრობლემებისგან.