5 საკვები პროდუქტი, რომლებიც დეპრესიის დამარცხებაში გვეხმარება
რძე
რძე D ვიტამინის კარგი წყაროა, რომლის დეფიციტსაც ორგანიზმი ხშირად დეპრესიით პასუხობს.
ნორვეგიულმა კვლევამ აჩვენა, რომ ისინი, ვინც 1 წლის განმავლობაში D ვიტამინს დანამატის სახით ღებულობდნენ, ნაკლებად დეპრესიულები იყვნენ მათთან შედარებით, ვინც უარს ამბობდა საკვებ ელემენტზე.
შესაძლოა, რძე არ გიყვარდეთ, თუმცა შეგიძლიათ უბრალოდ კვების რაციონი D ვიტამინის შემცველი პროდუქტებით გაამდიდროთ, როგორებიცაა: მარცვლეული, ფორთოხლის წვენი, ავოკადო, ბროკოლი თევზი და სხვ.
სტაფილო
სტაფილო ბეტა-კაროტინით არის მდიდარი, რომელიც ორგანიზმისთვის აუცილებელი ვიტამინია. ბეტა-კაროტინს შეიცავს ისპანახი და გოგრაც.
კვლევები აჩვენებს, რომ აღნიშნული ნივთიერება დეპრესიის დაბალ მაჩვენებელთან ასოცირდება.
იმის მტკიცებულება, რომ ბეტა-კაროტინი თავიდან აგაცილებთ შფოთვას და დეპრესიულ აშლილობას, არ არსებობს, თუმცა კვების რაციონში მისი დამატებით ორგანიზმს გაცილებით მეტ სარგებელს მოუტანთ.
ყავა
კოფეინი თავს უფრო მოტივირებულად გაგრძნობინებთ.
თუმცა ყავა არ არის რეკომენდებული მშობიარობის შემდგომი დეპრესიის და პანიკური შეტევების დროს, ვინაიდან მან შეიძლება სიმპტომები გააურესოს.
ამასთან, ბევრი მკვლევარი მხარს უჭერს მოსაზრებას, რომ ფინჯან ყავას დეპრესიის განვითარების რისკის შემცირება შეუძლია.
ორაგული
ორგაული, თინუსი, ქაშაყი - ისინი პოლიუჯერი ცხიმებით არიან მდიდარი.
მკვლევარები ფიქრობენ, რომ ცხიმიანი თევზი დეპრესიასთან გამკლავებას უწყობს ხელს.
ომეგა 3-ის ცხიმოვანი მჟავა ტვინის უჯრედებს ეხმარება ისეთი ქიმიკატების გამომუშავებაში, რომლებიც ჩვენს განწყობაზე ახდენენ ზეგავლენას.
რამდენიმე მცირე კვლევამ აჩვენა, რომ მონაწილეებს, რომლებსაც არ ჰქონდათ დეპრესია აღენიშნებოდათ ორგანიზმში ომეგა3-ის უფრო მაღალი შემცველობა, ვიდრე განწყობის დარღვევის მქონე პირებს.
მწვანილი
მწვანილი ფოლიუმის მჟავით არის მდიდარი, რომელიც თავის ტვინის უჯრედებს ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის სჭირდება, ის გვიცავს დეპრესიისგანაც.
ფოლიუმის მჟავას, ანუ ვიტამინ B9-ს შეიცავს: ოსპი, ასკილი, პომიდორი, ჭარხალი, ფორთოხალი და სხვ.