რომელი პროდუქტები გვიხანგრძლივებენ სიცოცხლეს
სილამაზე ჯანმრთელობაზეა დამოკიდებული. ის მიიღწევა იმ ზოგადი ფაქტორებით, რომელთაც ორგანიზმი იღებს კვების პროდუქტებიდან, რაციონში უნდა იყოს თევზი, ხორცი, რომელიც შეიცავს ცილას, ბოსტნეული. ეს უკანასკნელი დროულად ასუფთავებს ორგანიზმს ტოქსინებისაგან, და კვებავს მას ვიტამინებითა და მინერალებით.
ძალიან სასარგებლოა კენკრა, რომელიც შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც სილამაზის შენარჩუნებისათვისაა მნიშვნელოვანი. სასარგებლოა არაქისის კარაქი და ავოკადო, რომლებიც შეიცავენ სასარგებლო ცხიმებს.
ახალგაზრდულად რომ გამოვიყურებოდეთ უარი უნდა ვთქვათ ფასტ-ფუდზე და სწრაფი მომზადების საკვებზე.
უპირატესობა უნდა მივანიჭოთ უფრო მარტივ და ნაკლებად კალორიულ პროდუქტებს. ასაკთან ერთად მეტაბოლიზმი იცვლება.
როგორც აშშ-სა და ჩინეთის მეცნიერები აცხადებენ, სისხლის წითელ სხეულაკებში ცილის არასაკმარისი შემცველობა, რომელიც ჟანგბადის გამოთავისუფლებაზეა პასუხისმგებელი იწვევს კოგნიტიური უნარების გაუარესებასა და ნაადრევ დაბერებას.