5 "ოქროს წესი", რომლებიც ვახშმობისას უნდა დავიცვათ - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

5 "ოქროს წესი", რომლებიც ვახშმობისას უნდა დავიცვათ

 5 "ოქროს წესი", რომლებიც ვახშმობისას უნდა დავიცვათ
უსაფრთხო ვახშმის წესები ჭარბი კილოგრამები ყოველი ვახშმის შემდეგ ტვირთად რომ არ დაგაწვეთ, დაიცავით შემდეგი წესები:

წესი 1-ელი: სწორად შეარჩიეთ პროდუქტები


ბევრს ჰგონია, რომ ვახშამი აუცილებლად უნდა იყოს მშრალი და ცივად საჭმელი. სინამდვილეში ტემპერატურასა და კონსისტენციას მნიშვნელობა არ აქვს. მშვიდად შეგიძლიათ მიირთვათ ქათმის მოხარშული ხორცი, ჩაშუშული ბოსტნეული, მოხარშული თევზი ან მსუბუქი წვნიანი.


ასეთ მენიუს ნაწლავებიც უფრო უკეთ გადაამუშავებენ, ვიდრე მშრალ ლორ­ი­ან, ყველიან და კარაქიან ბუ­ტერბრ­ო­დს. ბევრი ცდ­ი­ლობს, მძიმე სამუშაო დღის შემდეგ თავი რამე გემრიელით დაისაჩუქროს - ლუდით, ნაყინით, ნამცხვრით... ესენი ვახშმად ნამდვილად
დამღუპველია.

წესი მე-2 – ნუ მიეძალებით ხილს


ბევრს რატომღაც მიაჩნია, რომ საღამოს შეგიძლია მიირთვა იმდენი ხილი, რამდენიც გინდა - არ გაგასუქებს. სულაც არ არის ასე! ხილსაც შეუძლია, წონა შეგმატოთ, რადგან მდიდარია ნახშირწყლებით. უმჯობესია, ხილი მიირთვათ დღის განმავლობაში - დილით და შუადღისას, სადილის შემდეგ. ყველაზე საშიშია
ბანანი, მანგო, ყურძენი და ზოგიერთი ჯიშის ვაშლი. გარდა ამისა, ღამით ხილი იწვევს აირების დაგროვებას ნაწლავებში, რაც დაძინებას უშლის ხელს.

წესი მე-3: აიყვანეთ თავი ხელში


თუ შინ ვახშმობას გეგმავთ, ეს მთელი დღის განმავლობაში გახსოვდეთ, რომ მუცელში ვახშმისთვის ადგილი დაიტოვოთ. მთავარია, დღის განმავლობაში ნებადართული კალორიების რაოდენობას არ გადააჭარბოთ. შეგიძლიათ, ვახშმად მიირთვათ ნებადართულ კალორიათა ნახევარი, მეორე ნახევარი თანაბრად გაანაწილოთ საუზმესა და სადილზე.

წესი მე-4: ივახშმეთ დაწოლამდე 3 საათით ადრე


თუ დაძინებამდე 3 საათით ადრე ივახშმებთ, ჭარბი კალორიები დაწვას მოასწრებს და ძილიც მშვიდი და ჯანსაღი გექნებათ, მას არც მუცლის ყურყური დაგირღვევთ, არც მისი შებერვა და სხვა უსიამოვნო სიმპტომები.

წესი მე-5: ვახშმად ყოველგვარი სალათა როდი გამოდგება


მიჩნეულია, რომ სალათები წონას არ გვმატებს. არც ეს არის სიმართლე. სალათა სხვადასხვანაირია. თუ იგი შეიცავს მაიონეზს, არაჟანს, ძეხვს, მწვანე ბარდას და ხორცს - დიდი ზომის ტანსაცმლის შესაძენად მოემზადეთ. ვახშმად განკუთვნილ სალათაში უნდა დომინირებდეს ყველი, პომიდორი, სხვა ბოსტნეული, კვერცხი, მწვანილი. შეაზავეთ მცენარეული ზეთით ან ლიმონის წვენით. გაითვალისწინეთ ეს რჩევები და ნოყიერი ვახშამი ჯანმრთელობას ვერაფერს დააკლებს, წონას კი არაფერს შემატებს.


გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
1. შეეცადეთ მარტივი ნახშირწყლები ჩაანაცვლოთ რთულით. რთულ ნახშირწყლებს შეიცავს ყავისფერი ბრინჯი, ნიგოზი, თხილი. მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ბევრ უჯრედისს. შესაბამისად, მცირე ულუფებიც კი დიდხანს დაგვანაყრებს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად