აქვეითებს თუ არა ნიორი "ცუდი" ქოლესტერინის დონეს? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აქვეითებს თუ არა ნიორი "ცუდი" ქოლესტერინის დონეს?

ნიორი აქვეითებს სისხლის შედედების ინტენსივობას. ნიორი აფერხებს მიკროორგანიზმების (როგორიცაა ბაქტერიები) გამრავლების პროცესს, ამიტომ მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც ანტისეპტიკური და ანტიბაქტერიული საშუალება.

დიდი დოზებით ნივრის გამოყენებამ შესაძლოა მცირედ დააქვეითოს არტერიული წნევა, ნაწლავების ჰიპერაქტიურობა და სისხლში შაქრის შემცველობა. არსებობს მოსაზრება, რომ ნიორი აქვეითებს დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების (ე.წ. ცუდი ქოლესტერინი) დონეს, თუმცა, არც ერთი კარგად შესრულებული კვლევა არ ადასტურებს ნივრის ასეთი სასარგებლო შედეგის არსებობას.

კვლევების უმეტესობაში გამოიყენებოდა ძველი ნივრის ექსტრაქტი. მისგან მომზადებულ პრეპარატებს ჰქონდათ ნივრისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სუნი ან იგი სუსტად იყო გამოხატული. ამიტომ შესაძლოა, ისინი ინაქტივირებული იყვნენ. აქედან გამომდინარე, საჭიროა ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელება.

ნიორს არ გააჩნია დამაზიანებელი გვერდითი მოვლენები, გარდა მისთვის დამახასიათებელი მკვეთრი სუნისა ამოსუნთქვის დროს, სხეულზე ან ქალის რძეში. თუმცა, მისი ჭარბი რაოდენობით მიღებისას შეიძლება განვითარდეს გულისრევა და პირის ღრუში, საყლაპავში ან კუჭის არეში წვის შეგრძნება.

ნიორი შეიძლება ურთიერთქმედებაში შევიდეს ისეთ მედიკამენტებთან, რომლებიც აქვეითებს სისხლის შედედების უნარს (როგორიცაა ვარფარინი). ამის შედეგად შესაძლოა გაიზარდოს სისხლდენის განვითარების რისკი. ამიტომ ნივრის ან მისი დანამატების მიღება არ არის მიზანშეწონილი ქირურგიული ან დენტალური პროცედურების ჩატარების წინ 1 კვირის განმავლობაში.