ვიტამინების წყარო და ტკბილი წამალი - ვიდეოს ყურების შემდეგ აუცილებლად შეიტანთ ბავშვის კვების რაციონში ქიშმიშს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ვიტამინების წყარო და ტკბილი წამალი - ვიდეოს ყურების შემდეგ აუცილებლად შეიტანთ ბავშვის კვების რაციონში ქიშმიშს

100 გ ქიშმიშს დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი წყალი, გააჩერეთ 10 წუთი, გადაწურეთ, გააგრილეთ და დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ხახვის გამონაწური. მიეცით პატარას 50 მლ დღეში 3-ჯერ. ძლიერი ხველისა და ბრონქიტის დროს:

30 გ ქიშმიში დაფარეთ ცივი, ანადუღარი წყლით, გააჩერეთ 45 წუთი, შემდეგ გადაწურეთ და მიეცით პატარას ძილის წინ ცხელ რძესთან ერთად.

100 გ ქიშმიში 10 წუთი ადუღეთ 1 ჩაის ჭიქა წყალში, გააგრილეთ და მიეცით პატარას 3 სადილის კოვზი დღეში 3-4-ჯერ.

ჩაშუშული კომში

2 ცალი საშუალო ზომის კომში;

1/2 ჩაის ჭიქა ქიშმიში;

1 ჩაის კოვზი შაქარი;

მოხალული და გატარებული 1/2 ჩაის ჭიქა თხილი ან ნიგოზი;

დარიჩინი - გემოვნებით.

კომში შუაზე გაჭერით, ამოაჭერით კურკიანი ნაწილი და ამ ღრმულში ჩაუდეთ ქიშმიშის, ნიგვზის, შაქრისა და დარიჩინის ნაზავი. ჩააწყვეთ დაბალ ქვაბში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა მურაბიანი წყალი (უმჯობესია, მურაბა ღოღნოშოსი ან ალუბლისა იყოს), დაახურეთ თავზე და 15 წუთით შედგით ნელ ცეცხლზე.

გააგრილეთ და მიართვით პატარას. განსაკუთრებით ესიამოვნება ყელის ტკივილის, ხველისა და მაღალი სიცხის დროს, მოუმატებს მადას, გამოუკეთებს ხასიათს.