ყურძენი - ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემეტების, უჯრედისის, პექტინების, ფერმენტებისა და ეთერზეთების საცავი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ყურძენი - ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემეტების, უჯრედისის, პექტინების, ფერმენტებისა და ეთერზეთების საცავი

ამაში ჭეშმარიტების მარცვალი ნამდვილად არის, თანამედროვე მედიცინაც აქტიურად იყენებს ყურძნის სამკურნალო თვისებებს. სპეციალური სამკურნალო მიმართულებაა ამპელოთერაპი.

რამდენადაც ყურძენი ვიტამინების, ამინომჟავების, მიკროელემეტების, უჯრედისის, პექტინების, ფერმენტებისა და ეთერზეთების საცავია, შესაბამისად, საკმაოდ შთამბეჭდავია იმ სასარგებლო თვისებების ჩამონათვალი, რომლითაც მდიდარია ეს ხილი:

ყურძენს შეუძლია ქოლესტერინის განეიტრალება, ამცირებს სისხლში თრომბების წარმოქმნის ალბათობას;

აწესრიგებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას;

არეგულირებს მეტაბოლურ პროცესებს;

აღკვეთს ყაბზობას;

გააჩნია შარდმდენი ეფექტი;

დადებით გავლენას ახდენს ნერვული სისტემის მუშაობაზე;

აქვეითებს დაღლილობას, ხელს უწყობს ძალების აღდგენას და შრომისუნარიანობის გაზრდას;

აძლიერებს სისხლძარღვთა კედლებს, შესაბამისად, ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკს;

ანტიოქსიდანტური ეფექტის წყალობით, ავლენს გამოხატულ აღმდგენ და ანტისიმსივნურ, ორგანიზმის გამაახლაგაზრდავებელ ეფექტს;

წმენდს და ასუფთავებს ორგანიზმს, გამოჰყავს ორგანიზმიდან მძიმე ლითონები და რადიაქტიური ნივთიერებებიც კი;

ორგანიზმს ამარაგებს B ჯგუფის ვიტამინებით, რაც აუმჯობესებს სისხლწარმომქმნელ ფუნქციას;

აწესრიგებს სისხლში ჰემოგლობინის დონეს;

ორგანიზმს ასთმასთან, ღვიძლისა და სოკოვან დაავადებებთან ბრძოლაში ეხმარება;

აუმჯობესებს სახის ფერსა და კანის მდგომარეობას;

მასში დიდი ოდენობით ფოსფორის, კალციუმისა და რიბოფლავინის შემცველობის გამო დადებითად მოქმედებს თმების, ფრჩხილების, კბილებისა და ძვლების შენებაზე;

ასტიმულირებს გულის მუშაობას დიდი რაოდენობით კალიუმის შემცველობით.

ყურძნის მავნებლობა

ჩამოთვლილი მრავლობითი სასარგებლო თვისებების მიუხედავად, ყურძნის მიღებას გარკვეული უკუჩვენებებიც გააჩნია.

ყურძნის მიღება არ შეიძლება:

კუჭისა და თორმეტჯგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადების გამწვავებისას, აგრეთვე დიარეის დროს;

ის დაუშვებელია შაქრიანი დიაბეტის და გაცხიმოვნების, არტერიული ჰიპერტენზიის, ღვიძლის ციროზის, კარიესის, სტომატიტის მქონეთათვის;

ყურძნის მიღება სასურველია სხვა პროდუქტებისგან დამოუკიდებლად, რამდენადაც ის აპროვოცირებს ნაწლავებში დუღილის პროცესებს, იწვევს ნაწლავის გაღიზიანებას და მეტეორიზმს;

არ ჭამოთ საღამოს, 4-5 საათის შემდეგ – ამ დროს ორგანიზმში ინსულინის გამომუშავება ქვეითდება და საჭმლის მომნელებელ სისტემას ხილის, კონკრეტულად კი ყურძნის გადამუშავება უჭირს. სრულფასოვანი გადამუშავების გარეშე დარჩენილი ხილი, ერთი მხრივ, სისხლში შაქრის დონის მკვეთრ მატებას, მეორე მხრივ კი, ნაწლავებში დუღილის პროცესების გააქტიურებას იწვევს;

ყურძნის ჭამის შემდეგ რეკომენდებულია საგულდაგულოდ გამოივლოთ პირის ღრუში წყალი, რათა მასში არსებულმა შაქარმა ნეგატიურად არ იმოქმედოს კბილის ემალზე. არ არის საჭირო კბილის გახეხვა სპეციალური საწმენდი პასტით, რამდენადაც ყურძენში არსებული მჟავები დროებით არბილებენ კბილის ემალს და თუ მას მაშინვე გავიხეხავთ, ჯაგრისი ემალს მექანიკურად დააზიანებს. ასე რომ, საკმარისია პირის ღრუს გამოვლება ოთახის ტემპერატურის წყლით;

სიფრთხილის ზომების დაცვაა საჭირო თავად ჯიშებთანათაც, მაგალითად, წითელი ჯიშის ყურძნის დიდი რაოდენობით მიღება არ არის რეკომენდებული მასში მაღალი კონცენტრაციით მეთანოლის შემცველობის, მწვანე ჯიშების კი - გამოხატული საფაღარათო ეფექტის გამო;

ალერგიული რეაქციებისკენ მიდრეკილმა პირებმა თავი უნდა შეიკაონ დიდი რაოდენობით შავი ჯიშის ყურძნისგან;

ასე რომ, ყურძნის დიდი რაოდენობით მიღების შემდგომ მოსალოდნელია: კუჭ-ნაწლავის ტრაქტთან დაკავშირებული დისპეფსიური მოვლენები, კარიესი, ალერგია, სისხლში გლუკოზის დონის მატება, მადის გაძლიერება, გაცხიმოვნება და ჭარბი წონის სწრაფი დაგროვება.