საკვები და მასში არსებული კანცეროგენები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

საკვები და მასში არსებული კანცეროგენები

საკვებში შემავალი ნივთიერებები არ არის ძლიერმოქმედი საშუალებები, ორგანიზმზე თანდათანობით მოქმედებს. გარკვეული დროის (ხშირად წლების) გავლის შემდეგ ისინი შესაძლოა ძლიერმოქმედ ფაქტორებად მოგვევლინოს, რომლებზეც მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული ადამიანის ორგანიზმის ჯანმრთელობა.

ჯერ კიდევ ჰიპოკრატე მოძღვრავდა თავის პაციენტებს: „შენივე საკვები უნდა გახდეს შენი მკურნალი“. სიმსივნის პროფილაქტიკა რაციონალური კვების წყალობით ორი ძირითადი პრინციპის დაცვას ეფუძნება: საკვები არ უნდა შეიცავდეს კანცეროგენებს – სიმსივნის აღმოცენების ხელშემწყობ მავნე ნივთიერებებს და საკვებში უნდა იყოს ორგანიზმის სიმსივნისაგან დამცავი ნივთიერებები. წლების განმავლობაში მეცნიერები მუშაობენ იმ ნივთიერებათა შესწავლაზე, რომლებიც ადამიანისა და ცხოველთა ორგანიზმისათვის კანცეროგენულია. ეკოლოგიურმა კატაკლიზმებმა, საუკუნის ცვლილებებმა, სხვადასხვა სახის სამრეწველო პროგრესმა განაპირობა ის, რომ მასიურად იმატა სიმსივნით დასნებოვნების რიცხვმა.

მაგალითად, შებოლილ პროდუქტებს უნდა ვერიდოთ მათში ბენზოპირენის არსებობის გამო. თავისთავად ნიტრატები და ნიტრიტები არ წარმოადგენს კანცეროგენებს, მაგრამ ადამიანის კუჭში მოხვედრისას ჯანმრთელობისათვის საშიში ნიტროზოამინების წარმოქმნის გამო ისინი მეტად მავნებელია ორგანიზმისათვის.

„შემწვარი კანცეროგენები“

ის, რომ შემწვარი ხორცი მდიდარია კანცეროგენებით, დიდი ხანია ცნობილია. დღეს „შავი სია“ კარტოფილის ჩიფსებით და სხვა უამრავი პროდუქტითაა შევსებული. მკითხველს შეიძლება გაუკვირდეს კიდეც – როგორ, გამოდის, რომ ყველაფერი შემწვარი მავნებელია?

ფაქტია, რომ ავთვისებიანი სიმსივნის შემთხვევათა მესამედი, ასე თუ ისე, ჩვენს საკვებთან არის დაკავშირებული. ამას, სამწუხაროდ, ვერსად გავექცევით.

ექსპერიმენტული გამოკვლევებით დადგენილია, რომ საკვებისმიერი კანცეროგენები კუჭისა და ნაწლავის კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზია. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულად მავნებელი შემწვარი პროდუქტებია, თანაც – არა მხოლოდ ონკოლოგიური თვალსაზრისით. ისინი აღიზიანებს საყლაპავის ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს აირთა წარმოქმნას, იწვევს გულძმარვასა და მჟავას მოჭარბებულად გამოყოფას.

„ხორცისმიერი“ კანცეროგენები ცხიმისაგან საკვების მომზადების პროცესში წარმოიქმნება. კარტოფილში, ჩიფსებსა და კრეკერებში კანცეროგენების წყარო ნახშირწყლებია. გაცხელებისას მათგან გამოიყოფა ნივთიერება აკრილამიდი, რომელიც აზიანებს ნერვულ სისტემას, იწვევს ონკოლოგიურ დაავადებებს და ადამიანის ორგანიზმი უნაყოფობამდე მიჰყავს.

ამის გამო პირველად შვედმა მეცნიერებმა შემოჰკრეს განგაშის ზარს. სწორედ მათ აღმოაჩინეს ყველაზე მეტი კანცეროგენი შემწვარ პროდუქტებში. შედეგები გადამოწმდა საკვები პროდუქტების სტანდარტიზაციის ბრიტანული სააგენტოს მიერ. დადასტურდა, რომ ზოგიერთ პროდუქტში კანცეროგენების შემცველობა დასაშვებ დოზას 1300-ჯერ და უფრო მეტადაც აღემატებოდა. თუ ეს არგუმენტი ვინმესთვის არასაკმარისია, შვედი მკვლევრების მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებსაც მოგახსენებთ – თუ ლაბორატორიულ ვირთაგვას ორგანიზმში შეუყვანთ აკრილამიდის იმ რაოდენობას, რომელსაც კარტოფილის ჩიფსის 3-4 სტანდარტული შეკვრა შეიცავს, საექსპერიმენტო ცხოველს 50% შემთხვევაში სიმსივნე განუვითარდება.

როგორ უნდა მომზადდეს კერძი, რომ მასში ნაკლები კანცეროგენი დაგროვდეს?

ყველაზე სასურველია, კერძი მომზადდეს მაღალი წნევის პირობებში უჟანგავი ფოლადის ქვაბში, რომელშიც არ იქნება საჭირო ცხიმის გამოყენება. ამ გზით პროდუქტი შემწვარი ან მოხარშული კი არ გამოვა, არამედ ორთქლზე მომზადებული. სწორედ ორთქლზე მომზადებული კერძი ითვლება ჯანმრთელობისათვის ყველაზე სასარგებლოდ. შეწვისას პროდუქტის ნაწილები (ან ნაჭრები) ხშირად უნდა აბრუნოთ (ანუ კერძს მომზადებისას, კერძოდ, შეწვისას, ხშირად უნდა ურიოთ). თურმე, ასეთ შემთხვევაში მასში კანცეროგენები 75-90%-ით ნაკლები რაოდენობით გროვდება, ვიდრე იმ ნაჭრებში, რომელთაც ტაფაზე დაყრის შემდეგ არ აბრუნებთ და ერთ გვერდზე ხანგრძლივად (5-7 წუთის განმავლობაში) ბრაწავთ. ეს იმით აიხსნება, რომ შეწვის პროცესში მყოფი ნაჭრების (იგულისხმება სხვადასხვა პროდუქტების ნაწილები) ზედაპირზე „შებრაწვა-დახრუკვის ზონები“ არ წარმოიქმნება. რაც მთავარია, ყოველი შეწვისთვის ახალი ზეთი გამოიყენეთ. ერთხელ შემწვარ (ანუ გაცხელებულ) ზეთსა თუ სხვა ცხიმში ხელმეორედ პროდუქტს ნუ შეწვავთ!

არსებობს თუ არა კანცეროგენების საწინააღმდეგო ანუ მათი გამანეიტრალებელი საშუალებები?

კანცეროგენების ზემოქმედება ორგანიზმზე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ ფუნქციობს ღვიძლი, რომელ პრეპარატებს იღებთ თქვენ მოცემულ მომენტში და რა თქმა უნდა, რითი იკვებებით. ზოგიერთი ანტიბიოტიკი, მაგალითად, პოპულარული ერითრომიცინი, სედაციური საშუალებები, ფენობარბიტალის შემცველი მედიკამენტები, სტეროიდული კონტრაცეპტივები აღრმავებს კანცეროგენების მოქმედების ეფექტს. წამალი ვერაპამილი კი, პირიქით, იცავს ორგანიზმს კანცეროგენების ზემოქმედებისაგან.

კანცეროგენების მოქმედების განეიტრალების, მათი დაბლოკვის თვალსაზრისით სასარგებლოა მწვანე ჩაი, ყვავილოვანი კომბოსტო, გრაკლას, ოროვანდის ფესვისა და ბურბუშელას ნაყენი. ისინი წმენდს ორგანიზმს მავნე ნივთიერებებისგან. საუკეთესო პროფილაქტიკური საშუალებაა გრეიპფრუტის წვენი. ეს უკანასკნელი შეიცავს სპეციალურ ნივთიერებებს, რომლებიც აფერხებს ღვიძლის იმ ფერმენტთა აქტივობას, რომლებიც მავნე ნივთიერებებს ნამდვილ კანცეროგენებად გარდაქმნის. საიმედო დაცვისათვის, საკმარისია, ყოველ დილით ერთი ჭიქა გრეიპფრუტის წვენი გადაკრათ. ისიც გაითვალისწინეთ, რომ გრეიპფრუტი ცვლის ბევრი მედიკამენტის სამკურნალო მოქმედებას. განსაკუთრებული ყურადღება მართებთ ჰიპერტონიული დაავადების მქონე პირებს, რომლებიც ვერაპამილს ან ნიფედიპინს იღებენ.

სასურველია A, C, E, B2, PP ვიტამინით მდიდარი პროდუქტებით კვება. ჩამოთვლილი ნივთიერებები ამცირებს კანცეროგენების მავნე ზემოქმედებას და იცავს ორგანიზმს სიმსივნური პათოლოგიისაგან.

A ვიტამინით მდიდარია ცხოველთა ღვიძლი, თევზის ქონი, შედარებით მცირე რაოდენობითაა ის კვერცხში, კარაქში, რძის პროდუქტებში. კაროტინი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში A ვიტამინად გარდაიქმნება, შეიძლება შევითვისოთ ისეთი მცენარეული პროდუქტებისგან, როგორებიცაა – წითელი წიწაკა, სტაფილო, ოხრახუში, ხახვი, ისპანახი, პომიდორი, გარგარი, გოგრა, ასევე ნარინჯისფერი და მოყვითალო-წითელი ფერის ხილისა და ბოსტნეულის წყალობით.

E ვიტამინს შეიცავს თითქმის ყველა სახის თევზეული, ხორცეული და რძის პროდუქტები. ასევე სტაფილო, ხახვი, ბანანი. განსაკუთრებით დიდი რაოდენობითაა ის ფრინველის ღვიძლში, ხორბლის მარცვალში, შვრიასა და სიმინდში, ქატოში, ოხრახუშში, ქათმის კვერცხის გულში.

C ვიტამინის წყაროს შეადგენს ხილი და ბოსტნეული, მწვანილი, კენკრა. ყველაზე დიდი რაოდენობითაა ის ასკილის ნაყოფში, შემდეგ მოდის შავი მოცხარი, წითელი წიწაკა, პირშუშხა, ოხრახუში, კამა, ქაცვი. საკმაოდ ბევრი ასკორბინის მჟავაა (C ვიტამინი) აგრეთვე ციტრუსებში, ანტონოვკის ჯიშის ვაშლსა და კენკრაში. ზამთარსა და გაზაფხულზე C ვიტამინის ძირითად წყაროს წარმოადგენს კარტოფილი და კომბოსტო, ასევე ლიმონი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი.