როგორ ვაკონტროლოთ კვება - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ვაკონტროლოთ კვება

2. ცხიმი – რაციონის აუცილებელი ნაწილია. ამდენად, მასზე სრულიად უარის თქმა არ შეიძლება.

3. გაითვალისწინეთ, რომ ცილა სასიცოცხლოდ აუცილებელია.

4. ყურადღება გაამახვილეთ სამ ელემენტზე – ნახშირწყლები (რთული), ცილები და ცხიმები – მათ უნდა შეიცავდეს რაციონი.

მთავარია არ გამოტოვოთ საკვების ჯერადობა. მიირთვით დღეში 4-ჯერ: დილას, შუადღეს, დაახლოებით 16.00 საათზე, და საღამოს 20.00 საათზე. ეს ორგანიზმს მიაჩვევს კვების გარკვეულ რიტმს.

ენერგია მიიღეთ დილას, მსუბუქი კერძები კი საღამოს.

რა ვჭამოთ გასახდომად?

საუზმემ უნდა აგვავსოს ენერგიით. მიირთვით მოხარშული კვერცხი, შვრიის ფაფა ან ფანტელი ხილთან ერთად.

სადილად მიიღეთ ფრინველის ან უცხიმო საქონლის ხორცი, ან თევზი ბრინჯის ან წიწიბურას გარნირით.

16 საათზე – ყველიანი ბუტერბროდი პომიდორთან ერთად.

17 საათის შემდეგ არაა რეკომენდებული ნახშირწყლების მიღება, ამიტომ მიიღეთ თევზი ან ბოსტნეულის წვნიანი.

შეამცირეთ მოხმარებული შაქრის რაოდენობა, ან საერთოდ უარი თქვით მასზე – ეს ყველზე სწრაფი საშუალებაა წონის კლების. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საკვების 90% შეიცავს შაქარს და ეს პატარა „მონსტრი“ ჭარბი წონის დაგროვებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დალიეთ მწვანე ჩაი – ის ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო სასმელია. კვლევებით დამტკიცდა, რომ მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩაისთვის საუკეთესო დრო საუზმისა და სადილის შემდგომაა, რადგანაც ამ დროს აღინიშნება მეტაბოლიზმის ყველაზე მაღალი სიჩქარე. მწვანე ჩაი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მაღალ დონეზე შენარჩუნებას, რაც აუმჯობესებს საკვების მონელებას.

მოერიდეთ ფასტ-ფუდის მირთმევას. რაც ნაკლები იქნება თქვენს რაციონში ამგვარი საკვები, მით ნაკლებ კალორიას მიიღებთ. არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, რატომ უნდა თქვათ უარი ფასტ-ფუდზე... მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოსახერხებელია.

ფასტ-ფუდი, გაზიანი სასმელები და სნეკები „ცარიელი კალორიებით“ სავსე საკვებია. მათ არ აქვთ ბიოლოგიური ფასი და თან ძალიან კალორიულია. ამგვარი წახემსება მხოლოდ ზიანის მომტანია. მაგრამ ისინი ძალიან მაცდურად გემრიელი გვეჩვენება, ამიტომ მათზე თანდათანობით უნდა ვთქვათ უარი. თუ ამას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ სახლში მოამზადოთ ამგვარი კერძები დაბალკალორიული ინგრედიენტებისაგან.

დილას დალიეთ ლიმონიანი და თაფლიანი წყალი. ეს სრულიადაც არ არის ძნელი და ეფექტურია ჭარბ წონასთან საბრძოლველად. ეს სასმელი აჩქარებს მეტაბოლიზმს და მშიერ კუჭზე მისი მიღებისას ორგანიზმს დილიდანვე ვაყენებთ ცხიმების წვის რეჟიმზე.

ჭამეთ და არ „დალიოთ“ ხილი. ხილის წვენებს ხშირად სასარგებლო პროდუქტად მოიხსენიებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ მიეკუთვნება დაბალკალორიულ სასმელს. 250 მლ ფორთოხლის წვენი 110 კალორიას შეიცავს, რაც ორი ფორთოხლის ტოლფასია. ორი ფორთოხლის ერთჯერადად მიღება კი ცოტა ძნელი წარმოსადგენია.

სხვა სასმელების ნაცვლად დალიეთ წყალი.

წყალი არ შეიცავს კალორიებს. ამიტომ ლიმონათების და წვენების ნაცვლად მიიღეთ წყალი და შეეცადეთ, რომ ეს ჩვევად გადაგექცეთ.