როგორ ვაკონტროლოთ კვება - მკურნალი.გე

რუბრიკები

ოჯახის მკურნალის ანონსი

კითხვა-პასუხი

როგორ ვაკონტროლოთ კვება

როგორ ვაკონტროლოთ კვება
1. შეეცადეთ მარტივი ნახშირწყლები ჩაანაცვლოთ რთულით. რთულ ნახშირწყლებს შეიცავს ყავისფერი ბრინჯი, ნიგოზი, თხილი. მივიღოთ ის პროდუქტები, რომლებიც შეიცავენ ბევრ უჯრედისს. შესაბამისად, მცირე ულუფებიც კი დიდხანს დაგვანაყრებს. 2. ცხიმი – რაციონის აუცილებელი ნაწილია. ამდენად, მასზე სრულიად უარის თქმა არ შეიძლება.
3. გაითვალისწინეთ, რომ ცილა სასიცოცხლოდ აუცილებელია.
4. ყურადღება გაამახვილეთ სამ ელემენტზე – ნახშირწყლები (რთული), ცილები და ცხიმები – მათ უნდა შეიცავდეს რაციონი.

მთავარია არ გამოტოვოთ საკვების ჯერადობა. მიირთვით დღეში 4-ჯერ: დილას, შუადღეს, დაახლოებით 16.00 საათზე, და საღამოს 20.00 საათზე. ეს ორგანიზმს მიაჩვევს
კვების გარკვეულ რიტმს.

ენერგია მიიღეთ დილას, მსუბუქი კერძები კი საღამოს.


რა ვჭამოთ გასახდომად?

საუზმემ უნდა აგვავსოს ენერგიით. მიირთვით მოხარშული კვერცხი, შვრიის ფაფა ან ფანტელი ხილთან ერთად.

სადილად მიიღეთ ფრინველის ან უცხიმო საქონლის ხორცი, ან თევზი ბრინჯის ან წიწიბურას გარნირით.

16 საათზე – ყველიანი ბუტერბროდი პომიდორთან
ერთად.

17 საათის შემდეგ არაა რეკომენდებული ნახშირწყლების მიღება, ამიტომ მიიღეთ თევზი ან ბოსტნეულის წვნიანი.

შეამცირეთ მოხმარებული შაქრის რაოდენობა, ან საერთოდ უარი თქვით მასზე – ეს ყველზე სწრაფი საშუალებაა წონის კლების. აღსანიშნავია, რომ ჩვენი საკვების 90% შეიცავს შაქარს და ეს პატარა „მონსტრი“ ჭარბი წონის დაგროვებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

დალიეთ მწვანე ჩაი – ის ერთ-­ერთი ყველაზე სასარგებლო სასმელია. კვლევებით დამტკიცდა, რომ მწვანე ჩაი შეიცავს დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ხელს უწყობს ცხიმის წვას და აჩქარებს ნივთიერებათა ცვლას.

ჩაისთვის საუკეთესო დრო საუზმისა და სადილის შემდგომაა, რადგანაც ამ დროს აღინიშნება მეტაბოლიზმის ყველაზე მაღალი სიჩქარე. მწვანე ჩაი ხელს უწყობს მეტაბოლიზმის მაღალ დონეზე შენარჩუნებას, რაც აუმჯობესებს საკვების მონელებას.

მოერიდეთ ფასტ-ფუდის მირთმევას. რაც ნაკლები იქნება თქვენს რაციონში ამგვარი საკვები, მით ნაკლებ კალორიას მიიღებთ. არსებობს მთელი რიგი მიზეზებისა, რატომ უნდა თქვათ უარი ფასტ-ფუდზე... მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ მოსახერხებელია.

ფასტ-ფუდი, გაზიანი სასმელები და სნეკები „ცარიელი კალორიებით“ სავსე საკვებია. მათ არ აქვთ ბიოლოგიური ფასი და თან ძალიან კალორიულია. ამგვარი წახემსება მხოლოდ ზიანის მომტანია. მაგრამ ისინი ძალიან მაცდურად გემრიელი გვეჩვენება, ამიტომ მათზე თანდათანობით უნდა ვთქვათ უარი. თუ ამას ვერ ახერხებთ, შეეცადეთ სახლში მოამზადოთ ამგვარი კერძები დაბალკალორიული ინგრედიენტებისაგან.

დილას დალიეთ ლიმონიანი და თაფლიანი წყალი. ეს სრულიადაც არ არის ძნელი და ეფექტურია ჭარბ წონასთან საბრძოლველად. ეს სასმელი აჩქარებს მეტაბოლიზმს და მშიერ კუჭზე მისი მიღებისას ორგანიზმს დილიდანვე ვაყენებთ ცხიმების წვის რეჟიმზე.

ჭამეთ და არ „დალიოთ“ ხილი. ხილის წვენებს ხშირად სასარგებლო პროდუქტად მოიხსენიებენ, მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ის არ მიეკუთვნება დაბალკალორიულ სასმელს. 250 მლ ფორთოხლის წვენი 110 კალორიას შეიცავს, რაც ორი ფორთოხლის ტოლფასია. ორი ფორთოხლის ერთჯერადად მიღება კი ცოტა ძნელი წარმოსადგენია.

სხვა სასმელების ნაცვლად დალიეთ წყალი.

წყალი არ შეიცავს კალორიებს. ამიტომ ლიმონათების და წვენების ნაცვლად მიიღეთ წყალი და შეეცადეთ, რომ ეს ჩვევად გადაგექცეთ.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი არ გაკეთებულა
დიეტოლოგია
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
აკნეს განვითარებაზე მოქმედებს: გენეტიკურ განწყობა, ჰორმონული ცვლილებები, ბაქტერიების ჭარბი ზრდა,
კატეგორიის სხვა სტატიები
დაბერების კვალად, ადამიანის ორგანიზმში საჭმლის მომნელებელი ჯირკვლებისა და ნაწლავების ფუნქცია თანდათანობით ქვეითდება.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
ცნობილია, რომ სტრესის ფონზე ადამიანს შეიძლება შეუმცირდეს თმის რაოდენობა.
იმპლანტებზე საუბრისას, პირველ რიგში, ესთეტიკური მოტივაცია რომ გვახსენდება, გასაკვირი არ არის.
ნებისმიერ ქალს უჭირს იმასთან შეგუება, რომ, ადრე თუ გვიან, მის მომხიბვლელობას ასაკი თავის კვალს დააჩნევს.
კვებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს როგორც სიმსივნის აღმოცენების, ასევე მისი განვითარების პროფილაქტიკაში.
+
გახდი რეკომენდებული ექიმი
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
გახდი რეკომენდებული კლინიკა
თუ გსურთ ერთის გარდა რამოდენიმე კლინიკის მითითება დააწექით ღილაკს.
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად
+
შეტყობინება წარმატებით გაიგზავნა !
მკურნალის რედაქცია დაგიკავშირდებათ ტექნიკური დეტალების შესათანხმებლად