რა უნდა ვიცოდეთ რძის პროდუქტების შესახებ
და ხელს უწყობს ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
მაგრამ რძის ყველა პროდუქტი ერთნაირად სასარგებლო როდია. სხვადასხვა დანამატებისა და შემავსებლების სემცველო იოგურტი და ხაჭო უფრო დესერტის კერძად უნდა განვიხილოთ, რადგანაც მათში უფრო მეტი ნახშირწყლებია, ვიდრე ნატურალურ იოგურტსა თუ ხაჭოში.
შაქარი არა მარტო ფიგურას ვნებს, არამედ ამცირებს კალციუმის შეწოვას. ამიტომ, რაც მეტია შაქარი რძის პროდუქტში, მით უფრო ცუდად მოხდება კალციუმის შეწოვა.
უცხიმო რძის პროდუქტები ასევე არ არის სასარგებლო ჯანმრთელობისათვის, რადგანაც ხშირად მასში უმატებენ სახამებელს კონსისტენციისათვის - ეს კი ნახშირწყლებია.
ნუ გამოვრიცხავთ არაჟანს ჩვენი რაციონიდან. ეს ყველაზე ცხიმიანი რძის პროდუქტია ყველის შემდეგ. წონაში კლების მსურველთათვის სრულიად მისაღებია 10-15%-იანი ცხიმიანობის არაჟანი. უფრო მაღალი პროცენტობით ცხიმის შემცველი (25-30%) არაჟანი საჭმლის მომნელებელი ტრაქტის, კუჭუკანა ჯირკვლისა და ღვიძლისთვის უკვე მძიმე პროდუქტია.
მაქსიმალური ეფექტისა და სარგებლის მისაღებად, საჭიროა მოვახდინოთ რაციონში რძის პროდუქტების მონაცვლეობა.
აუცილებელია, ყურადღება გავამახვილოთ პროდუქტის ვარგისობის ვადაზე და ეს ვადა არ უნდა იყოს ხანგრძლივი - 5 დღეზე მეტი, რადგანაც მათში მრავლდება ბაქტერიები. ბაქტერიების ზრდის დასათრგუნად, ზოგიერთი მწარმოებელი ანტიბაქტერიულ პრეპარატებს ამატებს. ეს ახანგრძლივებს შენახვის ვადებს, მაგრამ არასასურველად მოქმედებს ნაწლავის მიკროფლორაზე.